სხვა რუსეთში ქურდებმა პენსიონერს ფული დაუტოვეს 2013, 27 ივნისი, 18:44 საიტი "facenews.ua" იტყობინება უჩვეულო შემთხვევის შესახებ, რაც რუსეთში კიროვის ოლქში დაფიქსირდა.
სანამ 91 წლის მოხუცი ქალი იმყოფებოდა საყიდლებზე, მის სახლში ქურდები შეიპარნენ. ამ ფაქტში არაფერი არ იქნებოდა გასაკვირი, რომ არა ქურდების უჩვეულო საქციელი – მათ გაქურდვის მაგივრად მოხუცს ფული და ბარათი დაუტოვეს წარწერით "ეს თქვენ, ცხოვრებისთვის ბებო".
ქალი ყვება, რომ სახლში შესვლისთანავე მიხვდა იქ ქურდები იმყოფებოდნენ – სარკმელი ფართოდ იყო გაღებული, ქოთნის ყვავილები ძირს დაყრილი, კარადები და თაროები კი გაქექილი.
პოლიციის უბნის რწმუნებულის მტკიცებით მის 40-წლიან პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა არ ჰქონია.
რაც შეეხება ბებიას, მან ბარათი ჩარჩოში ჩასვა და გამოსაჩენ ადგილზე დაკიდა. ხოლო ფულს შვილიშვილებისთვის ტკბილეულის საყიდლად დახარჯავს. 452 16-ს მოსწონს |
ოღონდ დედამ შვილებს კარზე დაკიდეული ცარიელი ბოთლები დაუტოვა თავად არ ვიცი სად წავიდა ჩააბარეთ და პური იყიდეთო,მძარცველებს შეეცოდათ და წერილი და ფული დაუტოვეს იმ პარკში