იაპონელმა დეპუტატმა მიცუო კოიძუმიმ თავი საკუთარი ბლოგის გამო მოიკლა. მან ბლოგზე დაწერა, რომ სავალალო მდგომარეობაა ჯანდაცვის სისტემაში და საავადმყოფოების მომსახურეობის ხარისხი დაბალია. მისი თქმით არსებული ფასები არ შეესაბამება რეალურს. ბლოგის გამოქვეყნების შემდეგ მან სთხოვა სხვა ბლოგერებსაც შეეფასებინათ და თავიანთი აზრი გამოეხატათ. ბლოგერები არ დაეთანხმნენ მას და მკაცრად გააკრიტიკენ. დეპუტატმა ბლოგი გააუქმა, ხოლო რამოდენიმე დღეში ის საკუთარ სახლთან ახლოს იპოვეს გარდაცვლილი. გამოძიების დასკვნით მან თავი მოიკლა.