x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
პაკიაო სიზმარში უფალთან საუბრობს

წონითი კატეგორიების მიუხედავად მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მოკრივემ image
ნახევრად საშუალო წონაში კრივის მსოფლიო ორგანიზაციის (WBO) ფილიპინელმა ჩემპიონმა მენი პაკიაომ ადგილობრივ რადიოსადგურ DZMM-თან ინტერვიუში საკრივო კარიერის მალე დასრულებაზე განაცხადა. პაკიაოს თქმით, მას სიზმარში გამოეცხადა უფალი და კრივიდან წასვლა ურჩია. ეგაა, ფილიპინელს არ დაუზუსტებია კიდევ რამდენი ორთაბრძოლის ჩატარება განუზრახავს.

"შენს საკმარისად ბევრი გააკეთე. შეძელი გამხდარიყავი ცნობილი, ეს კი დამღუპველია", - უთქვამს მძინარე პაკიაოსთვის უფალს.

33 წლის მოკრივეს სიტყვებით, მასსა და ღმერთს შორის ხშირია საუბრები. ადრე კი მენი ამბობდა, რომ უფალმა ის საგანგებოდ შეარჩია, მსოფლიოში ქრისტიანული რწმენის გასავრცელებლად.

რელიგიური თემაზე ფილიპინელს არაერთხელ უსაუბრია. ცოტა ხნის წინათ გამოთქვა მზადყოფნა იცხოვროს ბიბლიური ქადაგების შესაბამისად და რომ რელიგიაში დაბრუნებულმა დამღუპველი ჩვეულებებზე თქვა უარი და რომ ახლა მეტ დროს უთმობს ოჯახს და ბიბლიის შესწავლასაც ჩაუღრმავდა. პაკიაო იმასაც ამბობს, რომ თვის ბოლოს რელიგიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით დეტალურ განცხადებას გააკეთებს.

ABS-CBN-თან ინტერვიუში პაკიაო იმასაც აღიარებს, რომ კრივი აღარ შეეფერება ღმერთთან სიახლოვეს.

philboxing.com-ის ცნობით, ფილიპინელი უშეცდომოდ ციტირებს წმინდა წერილებიდან რჩეულ ადგილებს და ფიცს დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ადამიანებს ნაკლები ტანჯვა მიაყენოს საკრივო რინგზე თუ მის მიღმა.

სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მენის კრივიდან წასვლაზე გადაუკრავს სიტყვა. ერთხელ ამის გაკეთება დედის თხოვნით სურდა, რამდენიმეჯერ კი პოლიტიკური კარიერის მოსაწყობად.

როგრც არ უნდა იყოს, 9 ივნისს მენი პაკიაოს (54 მოგება, აქედან 38 ნოკაუტით, 3 წაგება და ორიც ფრე) ჩხუბი უწევს პირველ ნახევრადსაშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონ ამერიკელ ტიმოტი ბრედლისთან (28 მოგება, აქედან 12 ნოკაუტით).

ფილიპინელის ამერიკელ პრომოუტერს ბობ არუმს არაერთხელ უთქვამს, რომ პაკიაოს კრივიდან წასვლა 2013 წელს განუზრახავს, რათა ერთ-ერთ პროვინციაში გუბერნატორად იყაროს კენჭი.

"მე რომ მეთქვა: "დიახ, ვფიქრობ რომ მას წასვლა უნდა", დამადანაშაულებდნენ შეგნებულად გაკეთებულ განცხადებაში, რომელიც მისადმი ინტერესს გააღვივებდა, - ბობ არუმს ციტირებს yahoo.com. - ჩემი პასუხი კი ასეთია: არ ვიცი. მართლა არ ვიცი. ჩემთან საუბრებში სხვა რამე უთქვამს, რეალურად კი რამდენიმე კვირაა არ გვილაპარაკია. როდესაც ფილიპინებზე ვიყავი, ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით რელიგიურ თემებზე, მაგრამ მას ისეთი არაფერი უთქვამს, რაც მისი მხრიდან კარიერის მალე დასრულებაზე მიუთითებდა. მაგრამ ცხოვრებამ მასწავლა, რომ რელიგიის საკითხებში ალბათობით არაფრის მტკიცება არ შეიძება".

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ხოსიაშვილი
გიორგი ხოსიაშვილი
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0