მსოფლიო ისრაელმა აზერბაიჯანს ნაღმსაწინააღმდეგო სისტემები მიყიდა 2012, 20 მარტი, 18:45 აზერბაიჯანული სააგენტო AzeriDefence იტყობინება, რომ აზერბაიჯანმა ისრაელისგან POMINS-2 ტიპის ნაღმსაწინააღმდეგო პერსონალური სისტემები შეისყიდა. ამ სისტემებს ებრაული კომპანია IMI აწარმოებს და სწორედ ამ კომპანიის სპეციალისტები მალე ჩაუტარებენ ტრენინგებს აზერბაიჯანელ გამნაღმველებს. POMINS-2-ის ტიპის ნაღმსაწინააღმდეგო სისტემები პატარა ზომის არის და ნებისმიერ ჯარისკაცს შეუძლია ატაროს. იგი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აღმოსაჩენად გამოიყენება. სისტემა ჰაერში უშვებს მცირე ზომის რაკეტას, რომელის გაშვების წერტილიდან 50 მეტრის მოშორებით ჩამოვარდება. რაკეტას უკან მიბმული ექნება კაბელი, რომელზეც მცირე ზომის ასაფეთქებლები იქნება დამაგრებული. აფეთქების შედეგად 50 მეტრის სიგრძეში და 30 მეტრის სიგანეში ყველანაირი ქვეთსაწინააღმდეგო ნაღმი განადგურდება. სისტემა ასევე ანადგურებს მავთულხლართით შექმნილ წინაღობებს. სისტემის გასაშვებათ 30 წამია საჭირო. მისი ხმარება შესაძლებელია სიბნელეშიც. სამხედრო სფეროში ისრაელ-აზერბაიჯანის თანამშრომლობის გაღრმავება აზერბაიჯანის მეზობელ ირანს აშფოთებს. თუმცა, ირანული სააგენტო Fars-ი იტყობინება, რომ აზერბაიჯანის ელჩმა ირანში განცხადებით ებრაული იარაღი მხოლოდ სომხეთის წინააღმდეგ იქნება მიმართული. 58 4-ს მოსწონს
|