x
მეტი
  • 16.09.2024
  • სტატია:137065
  • ვიდეო:351964
  • სურათი:511187
ბავშვთა ფეხბურთი ქართული ფეხბურთის წარმატების საწინდარია


image

დღეს საკაოდ გაცვეთილ
თემაზე მიწევს საუბარი, თუმცა არამგონია ამაზე საუბრით ფეხბურთის ქომაგებს და განსაკუთრებით
იმ ხალხს, რომლებსაც ქართული ფეხბურთის დღევანდელ მდგომარეობაზე გული შესტკივათ, თავი
მოვაბეზრო. ნებისმიერ ქართველ ქომაგს სურს, რომ ჩვენ ეროვნული ნაკრები მსოფლიოსა თუ
ევროპის ჩემპიონატებზე ასპარეზობდეს, ჩვენი კლუბები კი სხვადასხვა ევროტურნირებზე წარმატებით
გამოდიოდნენ.


უკვე რამდენი წელია,
რაც მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობენ ქართული ფეხბურთის მესვეურები, საქმე ისაა,
როგორ ცდილობენ და რა გზებით. რა კეთდება მდგომარეობის გამოსასწორებლად, იხარჯება თუ
არა სწორად ფინანსები, როდის უნდა მიექცეს ყურადღება ინფრასტრუქტურას, როდის უნდა მოხდეს
მწვრთნელთა გადამზადება და სხვა უამრავი საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ...


ქართველი გულშემატკივარი
ყოველთვის მომთხოვნია და ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს ჩვენი ფეხბურთელებისგან, მაგრამ
თავს ზემოთ ძალა არაა და ეს სპორტსმენების
ბრალი ნაკლებად არის. საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა
არ უჩიოდა კარგი ფეხბურთელების ნაკლებობას, მაგრამ ფაქტია ჩვენი ფეხბურთის დონემ დაღმასვლა დაიწყო
და თავისთავად შედეგებიც ცუდი იყო. ისეთი შდაბეჭდილება იქმნება, რომ ამ დროის გნმავლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების
იქით არაფერი არ არსებობს. ალბათ ასეთი მუშაობით რა შედეგიც ახლა გვაქვს ესეც მაქსიმუმია.
მდგომარეობის გამოსწორება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ნაბიჯების გადადგმა დღესვე უნდა
დავიწყოთ.


ვიღაცას დაებადება
კითხვა წლების წინ, როდესაც თბილისის დინამო წარმატებული კლუბი იყო და ქართული ფეხბურთიც
მაღალ საფეხურზე იდგა, დიდი გაერთიანების სახელით
კი გამოვდიოდით, მაგრამ აქ საუბარია ქართველი ფეხბურთელების სახელზე, პროფესიონალიზმე.
რა თქმა უნდა, მაშინ ნაკლები პირობები იყო დღევანდელთან შედარებით, მაგრამ მაშინ უფრო დიდი იყო ფეხბურთისადმი სიყვარული, სხვანაირად ეკიდებოდნენ საქმეს სპორტსმენები. ცხოვრების
განვითარებასთან ერთად ფეხბურთშიც ბევრი რამ შეიცვალა. მაგრამ ამით თავს ვერ გავიმართლებთ,
მარტო ჩვენთვის არ შეცვლილა ყველაფერი.


სახლის აშენება საძირკვლიდან იწყება და არა სახურავიდან. საჭიროა მიზეზები თავში ვეძებოთ, საძირკველი კი
ბავშვთა ფეხბურთია, რომელიც საქართველოში უსუსურ მდგომარეობაშია. გარკვეული გამონათებები
მისასალმებელი და სასიხარულოა, მაგრამ ეს ვერ იმოქმედებს ჩვენი ფეხბურთის განვითარებაზე
და წინსვლაზე. სერიოზული სამუშაოებია გასატარებელი
ბავშვთა ფეხბურთში. ინგლისი, ესპანეთი, გერმანია,
იტალია, ჰოლანდია. ესენი ზე განვითარებული ქვეყნებია, მაგრამ სამაგალითოდ სხვა ქვეყნების
მოყვანაც შეიძლება, თუნდაც ჩვენი მეზობელი
თურქეთი ავიღოთ, თურქეთის ფეხბურთის დონე ჩვენი ფეხბურთის დონეზე ბევრად მაღალია. ეს
იმის ფონზემ, როდესაც ძველი დინამო თურქეთის გუნდებს თითქმის ყოველთვის უგებდა, მაგრამ
ეს ყველაფერი ისტორიას დარჩა, რეალობა სხვაგვარია, მათმა შრომამ შედეგი გამოიღო და
ახლა ისინი ჩვენზე ბევრად წინ არიან. თურქების
მიდგომა განსაცვიფრებელია. ისინი არა დღევანდელი ნაკრებისთვის, არამედ 2026 წლისთვის
ემზადებიან. უდიდესი ყურადღება ექცევა ბავშვთა ფეხბურთს, მათ აღზრდას, განათლებას,
ასევე ყველა ასაკობრივ ნაკრებს ყველაფერი, კონტროლის ქვეშაა, შემდეგ კი ამ ყველაფრით
მარაგდება ეროვნული ნაკრები. ძალიან საინტერესოა
ის ფაქტი, რომ 400 ყველაზე ნიჭიერი ბავშვი სრულიად უფასოდ ემზადება და საერთოდ, თუ
ბავშვი იხდის რამეს სულ მცირეს, ისიც თავიდან,
როდესაც იწყებს ბურთის გორაობას. ასევე უმნიშვნელოვანესია ის, თუ ვინ არის მწვრთნელი,
მისი კვალიფიციურობა გარკვეული უნდა იყოს, უნდა ხდებოდეს მწვრთნელების გადამზადება. მიუხედავად იმისა, რომ თურქები ჩვენზე წინ არიან ეს არ ნიშნავს იმას, რომ
მათ ჩვენზე ნიჭიერი ახალგაზრდები ჰყავთ, უბრალოდ მათი მიდგობა არის პროფესიონალური და
მომავალზე გათვლილი პროექტები აქვთ. რატომ
იკარგებიან ტალანტები ჩვენთან, იმიტომ რომ არ გადიან იმ გზას, რაც ახალგაზრდამ უნდა
გაიაროს, რათა პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გადასახადია, რაც ბავშვთა
ფეხბურთშია. საშუალოდ 50 -100 ლარი ეს ის თანხებია,
რომელიც მშობლებმა უნდა გადაიხადონ იმისთვის, რომ ბავშვმა ფეხბურთზე იაროს. არ უნდა
იყოს ამხელა გადასახადი, მითუმეტეს იმ პირობებს თუ გავითვალისწინებთ, რაც დღეს გვაქვს.
მწვრთნელს ანაზღაურებას ფედერაცია უნდა უნიშნავდეს და ბავშვი არ უნდა ფიქრობდეს იმაზე,
გადაიხდიან თუ არა მშობლები გადასახადს, არ უნდა ჰქონდეს შიში იმისა, ჩამოშორდება თუ
არა ფეხბურთს გადაუხდელობის გამო. აი აქედან უნდა დაიწყოს საქმის კეთება. სწორი და
გამართული გეგმების და პროექტების შექმნაა საჭირო, ერთიანი სისტმა უნდა ჩამოყალიბდეს,
რომელზეც იქნება აგებული ქართული ფეხბურთი. სწორად მუშაობის შედეგად ეროვნული ნაკრებისა
და ქართული კლუბების თამაში აუცილებლად გაუმჯობესდება. ვინც მოითმენს ის მოიგებს.


მაინც უნდა მოვიყვანო გერმანიის მაგალითი. ბერლინის ჰერტაში, რომელიც გერმანულ კლუბებს შორის
ერთ-ერთი სხელოვანია, ამ კლუბის ხელმძღვანელებს
ასეთი მიდგომა აქვთ ბავშვების მიმართ, როდესაც მშობლებს შეყავთ 6-7 წლის ბავშვი
ფეხბურთზე ჰერტას აკადემიაში 12 წლამდე ის ვარჯიშობს სრულიად უფასოდ, აქ უკვე თვითონ
ბავშვზეა დამოკიდებული რამდენად გამოავლენს საკუთარ ნიჭს და შესაძლებლობებს, თუ მან
ეს ყველაფერი წარმატებით გაიარა, მას უკვე ელის სრულფასოვანი კონტრაქტი კლუბთან. შესაშური ამბავია ნამდვილად. როდესაც გამოჩნდება
ბევრად მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა და მიეცემათ მათ ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობა, შემდეგ
კი ჩაირიცხებიან ქართულ კლუბებში, თვითონ გუნდებსაც გაუჩნდებათ ბევრად
მეტი სპონსორი, რაც ერთ-ერთი შემადგენელი წანილია ფეხბურთის დონის ამაღლებისა. შემდეგ ნიჭიერი ქართველის ყიდვა მოუნდება რომელიმე
უცხოურ გრანდს ამით კი ქართული კლუბი დამატებით სოლიდურ თანხას მიიღებს, როგორც ხდება
ხოლმე საფეხბურთო სამყაროში. მაგრამ ჩვენ ფეხბურთელების გაყიდვით არ უნდა მოგვაკლდეს
რამე, ამიტომ არის საჭირო გამართული სისტემა, რომელიც ახალს აღმოაჩენს, გავყიდით ერთ ტალანტს, ავიყვანთ მეორეს - შეიძლება
ესე ითქვას.


შეცდომების დრო
ქართულ ფეხბურთს აღარ აქვს, დროა რეალურად დავიწყოთ საქმის კეთება, გადმოვიღოთ რომელიმე
ქვეყნის წარმატებული პროგრამა და დავიწყოთ მუშაობა უკეთესი მომავლისთვის. ჩვენი ექსპერიმენტების
დრო აღარ არის. დღეს ვიშრომოთ ხვალინდელი წარმატებისთვის, ის აუცილებლად მოვა.!



0
91
შეფასება არ არის
ავტორი:აკაკი ძიმისტარიშვილი
აკაკი ძიმისტარიშვილი
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0