სხვა როგორ ვძლიოთ ყოყმანი 2013, 24 ივნისი, 19:03 ყოყმანი, ისევე როგორც ბევრი სხვა კომპლექსი, ბავშვობიდან მოდის. შეიძლება ოდესღაც უფროსები მკაცრად მოგექცნენ, შეცდომებისთვის გაგკიცხეს ან დაგსაჯეს.ახლა გაუცნობიერებლად გეშინიათ მარცხის, წარუმატებლობის, დაწუნების. იმის შიშით, რომ შეიძლება ცუდად გააკეთოდ, ამჯობინებთ, საერთოდ არაფერი მოიმოქმედოთ. თუ მარცხის განცდის შიში ხელს გიშლით, ქცევის სპეციალური ტაქტიკა შეიმუშავეთ.ფსიქოლოგები გვირჩევენ, წინასწარ წავაგოთ სიტუაცია, რომელიც ჩვენში შეშფოთებას იწვევს. თუ ემოციური საუბარი გელით (სასიამოვნო ან უამური), საკვანძო ფრაზები წინასწარ მოიფიქრეთ და სარკის წინ წარმოთქვით. ნუ შეგეშინდებათ იმის, რომ რაღაცას არასწორად გააკეთებთ და წააგებთ. გამოცდილება შეცდომის ნაშიერია. გახსოვდეთ, უარყოფითი შედეგიც კი უკეთესია, ვიდრე სრული უმოქმედობა. 64 6-ს მოსწონს
|