სხვა როგორ დავამარცხოთ უძილობა 2014, 4 თებერვალი, 20:41 ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა – უძილობაა. ვფიქრობ, ეს ინფორმაცია სასარგებლო უნდა იყოს მკითხველისათვის.
ალბათ, ხშირად გსმენიათ ფრაზა: თავი მისკდება, მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. უძილობასთან ბრძოლის უამრავი საშუალება არსებობს.
უძილობის ძირითადი მიზეზები არის გადაღლა, სტრესი ძირითადად ტვინობრივი გადაღლა. ექიმების აზრით ეს არის ყველაზე ხშირი უძილობის მიზეზი. მთელი დღე კომპიუტერთან ყოფნა, თვალების წინ გიდგათ უამრავი გრაფიკი და სისტემა, გაუგებრობა კოლეგებთან, ჩხუბი ტრანსპორტში და რა თქმა უნდა ფიზიკური გადაღლაც, როდესაც თქვენ ყველა კუნთი გტკივათ ძილიც არ გერევათ.
რომელი დაავადება იწვევს უძილობას? უძილობა იწვევს - ფსიქოზი, ნევროზი, ტვინის ორგანული დაავადება, გულ-სისხლძარღვთა ზოგიერთი დაავადება. როგორ დავამარცხოთ უძილობა: თუ ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში დაწოლიდან 15-20 წუთის შემდეგ ვერ იძინებს, მიიჩნევა, რომ ძილის დარღვევა აქვს. უძილობისას მცირდება ღრმა ძილის პერიოდი, ირღვევა ურთიერთობა ძილის სიზმრებიან და უსიზმრო ფაზებს შორის. ძილის წინ დაღლამდე იარეთ სუფთა ჰაერზე. დაწოლის წინ ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს, ნუ დალევთ კოფეინის შემცველ სასმელს - ყავას, მაგარ ჩაის, და საერთოდ, 12 საათის შემდეგ ტელევიზორთან და კომპიუტერთან ნუ იჯდებით. თუ ნახევარ საათზე მეტს ვერ იძინებთ. გადით სხვა ოთახში, რამე მშვიდი საქმით დაკავდით, როცა იგრძნობთ, რომ ძილი გერევათ ლოგინში დაბრუნდით. არ დაიძინოთ შუქის ქვეშ. გრაფიკის დაცვა: აუცილებლად სცადე გრაფიკის დაცვა, მას მართლაც ექნება შედეგი. ჩვენი დაძინება-გაღვიძების ციკლი დარეგულირებულია ჩვენივე ტვინის მიერ, როგორც ყოველდღიური რიტმის ნაწილი. ნერვული სისტემა, სპეციალური ჰორმონების საშუალებით, აწვდის ინფორმაციას ჩვენს სხეულებს იმის შესახებ, თუ როდისაა ძილის დრო და როდის გაღვიძების, გრაფიკის დაცვით ჩვენ ვაძლიერებთ ბუნებრივ რიტმს, რომელიც გვეხმარება ადვილად დაძინებაში. გაითვალისწინეთ რჩევები, და შეგეგს აუცილებლად ნახავთ. 182 7-ს მოსწონს
|