"სიყვარული რელიგიაა და მისი კერპი, ალბათ, გაცილებით უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე სხვა რომელიმე რელიგიისა.იგი სწრაფად გარბის ხოლმე ქუჩის ბიჭივით, და ცდილობს, სადაც გაივლის, არაფერი დარჩეს დაუნგრეველი." - ბალზაკი.
"სიყვარული ერთადერთი გატაცებაა, რომელიც არ სცნობს წარსულს და არც მომავალს." - ბალზაკი.
"იმის მსგავსად, რომ კომპლიმენტი სიცრუის გარეშე იშვიათად არსებობს, ასევე უხეშობაც იშვიათად არსებობს სიმართლის რაღაც მარცვლის გარეშე." - ლესინგი.
"დამცინავი დუმილი ყველაზე უფრო დამამცირებელი პასუხია." - მონტენი.
"ნებისყოფა იძულებაზე უფრო ძლიერი ბორკილია." - ლიკურგოსი.
"ყური ყველას მიაწვდინე, სიტყვა იშვიათს;რჩევა სიამოვნებით მოისმინე, დარიგებას კი იაფად ნუ გასცემ." - შექსპირი.
"სიმართლე - მწარე, არასასიამოვნო გემოს სასმელია, სამაგიეროდ, ჯანმრთელობის აღმდგენი საშუალებაა." - ბალზაკი.
"თუ ლამაზ ქალზე დაქორწინდი - იამაყე! ხოლო თუ არ დაქორწინდი - გაიხარე!" - მოპასანი.
"ცუდ წიგნებსაც ისევე შეუძლიათ ადამიანის გაფუჭება, როგორც ცუდ ამხანაგებს." - ფილდინგი.
"სირცხვილი ადამიანების მიმართ კარგი გრძნობაა, მაგრამ უკეთესია სირცხვილი საკუთარი თავის მიმართაც გაგვაჩნდეს." - ტოლსტოი.
"ამბობენ, რაც უნდა ქალს, ის უნდა ღმერთსაცო, მაგრამ არავინ ასრულებს მის სურვილს, რადგან მარტო უფალმა უწყის, რა უნდა ქალს." - მელიხანი.
"მოვალეობა - ეს არის ის, რაზეც აგდებულად ფიქრობ, აკეთებ უგუნებოდ, შემდეგ კი დიდი ხნის განმავლობაში ამაყობ მისით." - ნიცშე.
"გონების ენას მაშინ გაიგებენ, როცა გულზე გაივლის." - რუსო.
"აღზრდის წრეს კრავს ოთხი საწყისი:ქველმოქმედება, ზრდილობა, კეთილი ქცევა და ცოდნა." - ჩერნიშევსკი.
"სიყვარული რელიგიაა და მისი კერპი, ალბათ, გაცილებით უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე სხვა რომელიმე რელიგიისა.იგი სწრაფად გარბის ხოლმე ქუჩის ბიჭივით, და ცდილობს, სადაც გაივლის, არაფერი დარჩეს დაუნგრეველი." - ბალზაკი.