ასტროლოგია ჰაბლის ტელესკოპმა გიგანტური პლანეტა აღმოაჩინა 2013, 23 ივნისი, 17:04 როგორც NASA იუწყება, Hubble-ის ტელესკოპის აღმოჩენამ მეცნიერები ჩიხში შეიყვანა: მან Hydra-ს თანავარსკვლავედში მდებარე პლანეტა აღმოაჩინა.
![]() საოცარი და საკვირველი ისაა, რომ ვარსკვლავი ჰიდრა ზედმეტად ახალგაზრდა ვარსკვლავია იმისათვის, რომ პლანეტები გაიჩინოს. გარდა ამისა, მეცნიერთა გამოთვლების თანახმად, მას არ გააჩნია პლანეტების შექმნისთვის საჭირო მასალები. არსებობს კიდევ ერთი შეუსაბამობა: ვარსკვლავ ჰიდრას ზომის სიმცირის გამო (იგი ჩვენი მზის მასის 55%-ია) არ შეუძლია ასე მოშორებით (აღმოჩენილი პლანეტა ვარსკვლავ ჰიდრასგან 12 მილიარდი კილომეტრითაა დაშორებული) მყოფი პლანეტის "დაჭერა" და მის ირგვლივ ორბიტაზე ბრუნვის "იძულება". (შედარებისთვის: ჩვენი პლანეტა მზისგან 149 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული) ![]() "თუ ვარსკვლავ ჰიდრასა და Hubble-ის მიერ აღმოჩენილი პლანეტის ზომები სწორადაა გამოთვლილი, თეორიულად, შეუძლებელია ასეთი პლანეტა საერთოდ არსებობდეს" - აცხადებს ინსტიტუტის ასტროფიზიკოსი Alan P. Boss. ჰიდრას თანავარსკვლავედი დედამიწიდან 176 სინათლის წელიწადითაა დაშორებული. 447 13-ს მოსწონს
|