ორსულობა და ბავშვი ახალგაზრდობის ელექსირი 2013, 23 ივნისი, 14:49 ასწლეულების განმავლობაში დავობენ ექიმები იმის თაობაზე, თუ როგორ გავლენას ახდენს შვილოსნობა ქალის ორგანიზმზე. დაუჯერებელია, მაგრამ ეს დავა დღემდე გრძელდება და რაც მთავარია, ცალსახა აზრი მაინც არ არსებობს. რიჩმონდის (აშშ) უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევისას (სწავლობდნენ რა ორსულობის გავლენას ქალის ორგანიზმის დაბერების პროცესებზე) ექიმები კიდევ ერთხელ მივიდნენ დასკვნამდე, რომ ორსულობა ქალის ახალგაზრდობის ელექსირია. უფრო მეტიც, ორსულობის პროცესში გააქტიურებული ჰორმონები მოქმედებენ ტვინზე, აუმჯობესებენ მეხსიერებას და შესწავლის უნარს. ყოველივე ზემოთ თქმული თვალსაჩინო ხედბა მხოლოდ მშობიარობის შემდეგ, ხოლო თუ როგორია შრომისუნარიანობა და მეხსიერება უშუალოდ ორსულობისას, ნებისმიერმა დედამ კარგად იცის. 111 4-ს მოსწონს 1-ს არა
|