x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135754
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510140
სკალდობა

ქვემო სვანეთში, კერძოდ, ლენტეხის რაიონის სოფელ ფაყში მდებარეობს მოკრძალებული ფაყის სალოცავი, სადაც განურჩევლად სქესისა, მომლოცველები ყოველწლიურად ადიან. დღესასწაული მოძრავია და იმართება აღდგომის ყოველ მეშვიდე კვირას და ემთხვევა ქრისტიანულ სულთმოფენობას. დღესასწაული სინკრეტულია და მასში გაერთიანებულია ქრისტიანული და წარმართული ადათ-წესები. ამ დღეს იკვლება საკლავები, იმართება სახალხო ღონისძიებები. ხალხის მიერ არჩეული სტაროსტა კი თითოეული ადამიანის მიერ შეწირულს და სათხოვარს ამწყალობებს.

იმავე დღეს პარალელურად იმართება საღვთო ლიტურგია სკალდის
მთავარანგელოზის ეკლესიაშიც. გამონაკლისი ისაა, რომ აქ ქალის ასვლა დღემდე სასტიკადაა აკრძალული. სკალდის იდუმალებას აძლიერებს მისი მდებარეობაც. ფაყის სალოცავიდან შეგიძლიად თვალი ჰკიდოთ ცაზე წერტილივით მიხატულ, ღრუბლებში სკალდის სალოცავიჩაფლულ სალოცავს და იქ ასვლას ფოლადის გულის მქონე ვაჟკაცის გარდა ვეღარავინ გაბედავს.


ყველა მართლამდიდებელ ქრისტიანს ვულოცავ დღევანდელ სულთმოფენობას და სკალდის დღესასწაულს ყველა სვანს და მათაც, ვისაც ამ დიდებული დღის ძალისა და მადლის სწამს.

0
572
1-ს მოსწონს
ავტორი:მარი სადღობელაშვილი
მარი სადღობელაშვილი
572
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0