x
image
ნინო ნინო
რატომ ,, თხოულობს" ხელისუფლება უნივერსიტეტისგან ავტონომიას?
მოგესალმებით ძლიან დიდიხნის შემდეგ!

რახანია, საიტისთვის არ მომიცლია, მაგრამ ფიქრისთვის აქა-იქა მაინც ვიცლიდი.

სულაც არ მინდა, ანალიტიკური ლაყბობით მოგაბეზროთ თავი, ამ ქვეყანაში ისედაც ყველა ფილოსოფოსობს, ვისაც არ ეზარება ...

არა, უბრალოდ მინდა გაგიზიაროთ რასაც ვფიქრობ, გულწრფელად, ღიად, გაუპრანჭავად, ზუსტად ისე, როგორც ამას გავაკებდი რომელიმე თქვენგანი ფინჯან ყავასთან პირისპირ რომ მიჯდეს ან სადმე პარკში, ჩრდილში.


ცხელი “ნიუსები" გიყვერდეს არ გვაკლია . შთაბეჭდილება მრჩება, რომ არსებითის და მნიშვნელოვანის გარდა ყველაფერზე ლაპარაკობენ

ხმაური უნივერსიტეტისთვის ავტონომიის აშკარა შეზღუდვის მცდელობის მიმართ ცოტა მინელდა, მაგრამ არავინ იცის ხელახლა როდის აალდება.

არ ვიცი, თქვენ რა დატვირთვას მიანიჭებდით ამ ფაქტს, მაგრამ მე არც თუ კარგად მენიშნა.

პირველი ასოციაცია, რაც გამიჩნდა, საბჭოთა სისტემა, რომელიც მუდამ მაღალი იდეალებით ნიღბავდა თავის დიქტატორულ მიზნებს. რა თქმა უნდა, ოპტიმალურია, დიქტატურა და ავტოკრატიზმი აკადემიური სივრციდან დაიწყო. პარალელურად, უმტკიცო საზოგადოებას, რომ მისთვის კარგი გინდა და იმტომაც უზღუდავ თავისუფლებას. სხვა დასკვნის გამოტანა რთულია ამ მოდელიდან : ახლა წაგართმევ ავტონომიას, რათა მერე დაგიბრუნო. შედარებისთვის : ახლა გაგაკულაკებთ ან გაშიმშილებთ, რათა მერე კარგად იცხოვროთ.

ეს ნაცნობი პრაქტიკაა.

მაგრამ მაინც რა საფრთხეს ვხედავ ამ ყველაფერში? პირველი და ყველაზე ხელშესახები აქ ის ფაქტია, რომ ამ ცვლილებით უნივერსიტეტის ავტონომია ქაღალდიდანაც კი წაიშლება. როცა ბრძოლა გვიწევს იმ კანონის ფურცელზე მაინც შესანარჩუნებლად, რომელიც ბრწყინვალედ არასდროს მუშაობდა, ეს უკვე საგრძნობი რეგრესია. ამას გარდა, მიჭირს დაჯერება, რომ პრემიერის მიერ უშუალოდ დანიშნული რექტორი არ მოყვება “საზიზღარი", “ პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო" ნციონალური აზროვნების " პროფესორ- მასწავლებლებისგან უნივეწრსიტეტის წმენდას . აი, იქ კი, სადაც ყველა ერთნაირად აზროვნებს, მოგეხსენებათ, რაც ხდება .

მოკლედ, ეს ჩემთვის არის პირველი სიგნალი, რომელსაც “მზის ქალაქისკენ" მივყავართ. ქალქისკენ, სადაც ყველას ერთი აზრი აქვს, მაშასადამე, იდილა და ჰარმონიაა .: არავინ კამათობს, არავინ ჩხუბობს, ყველას გონია, რომ ყველაფერი აქვს, მაგრამ რაღაც აკლია და ვეღარც ხვდება რა .

სწრაფი და დროული რეაგირება ერთადერთი გზაა, რასაც დრამატული შედეგების თავიდან აცილება შეუძლია . ჩვენი შეცდომა წარსულში სწორედ დაგვიანებული რეაქცია იყო, სულ ვაცდიდით, ვაცდიდით ხელისუფლებას და შედეგად მივიღეთ ასობით პოლიპატიმარი, გამოცახტვის შეზღუდული თავისუფლება, ღირსებისა და პატივის შელახვის შემზარავი, ზღვა რაოდენობის ფაქტები.image

1
7
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ნინო
ნინო ნინო
7
  
2013, 22 ივნისი, 13:45
ერთ რამეში გეთანხმები, უნივერსიტეტის ავტონომია ყოველთვის ქაღალდზე (!!!) იყო. რექტორებს კი მუდამ ხელისუფლება ნიშნავდა, პროცესებიც ხელისუფლებ(ებ)ის სურვილის მიხედვით მიდიოდა, (გინდ შევარდნაძის რეჟიმი ყოფილიყო, გინდ ნაციონალების და გინდ ოცნების). ახლა უბრალოდ ამ "ყალბი" ავტონომიის გაუქმება ხდება...
0 1 1