გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, საქართველოს რეზოლუციას დევნილების დაბრუნების შესახებ 63-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი, 16 ქვეყანა კი წინააღმდეგი წავიდა.
თექვსმეტი ქვეყნის ჩამონათვალი, რომლებმქაც დევნილების დაბრუნებას მხარი არ დაუჭირა შემდეგნაირად გამოიყურება
1. ბელარუსი, 2. ვენესუელა, 3. ვიეტნამი, 4. ზიმბაბვე, 5. კუბა, 6. ლაოსი, 7. მიანმა, 8. ნაურუ, 9. ნიკარაგუა, 10. რუსეთი, 11. სერბეთი, 12. სირია, 13. სომხეთი, 14. სუდანი, 15. ჩრდილოეთ კორეა და 16. შრი-ლანკა.
დოკუმენტში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობაზე და დევნილების საკუთრების უფლების დაცვის მნიშვნელობაზეა ყურადღება გამახვილებული.
რეზოლუციამ ასევე დაგმო ის დემოგრაფიული ცვლილებები, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელდა. დოკუმენტში არის მოწოდება ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეების მიმართ, რათა გაააქტიურონ ძალისხმევა დევნილთა დაბრუნების მიზნით.
მიღებული რეზოლუცია ასევე ავალდებულებს გაერო-ს გენერალურ მდივანს, რათა ამ უკანასკნელმა დევნილი მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ, გენერალურ ასამბლეას მოხსენება ყოველწლიურად წარუდგინოს.