მაკიაჟი და ვარცხნილობა თმის ფერი, ვარცხნილობები და მოდური ტენდენციები 2013 წლის ზაფხულისათვის 2013, 20 ივნისი, 13:09 თანამედროვე მოდის სამყაროში ქალის სურათის შესაქმნელად, ლამაზი და მოდური თმის ვარცხნილობა აუცილებელი კომპონენტია.ზოგს გრძელი თმა მოსწონს, ზოგს მოკლე, სექსუალური ვარცხნილობები, მაგრამ ყველა ცდილობს ასე თუ ისე მოდას შეუხამოს საკუთარი სურვილები. მოდურ რჩევებს კი ცნობილი დიზაინერები გვთავაზობენ თუ გვკარნახობენ. პირველ რიგში, რაც შეეხება თმის ფერს, 2013 წლის ზაფხულში, ყველაზე მოდური შოკოლადისფერის სხვადასხვა ტონალობებია. ასევე ამ ზაფხულს მოდურია, ეგრეთწოდებული ''მალვინას ვრცხნილობა'', ანუ თქვენ შეგიძლიათ თამამად ჩაატაროთ ექსპერიმენტები და თქვენი თმის გარკვეული ნაწილი გაიფერადოთ ცისფრად, იასამნისფრად, ვარდისფრად ან სხვა ფრად. მაგალითისთვის კი შეგიძლიათ შანელისა და ანა სუის 2013 წლის კოლექციები გადაათვალიეროთ. ოსკარ დელა რენტა კი თმის ასე რადიკალურად შეღებივსაგან განსხვავებით, მხოლოდ მისი წვრილი ზოლების ბუნებრივი თმის ფერისგან კონტრასტულ ფერად შეღებვას გვირჩევს. მაგალითად ყვითელ ან წითელ ზოლებს. რაც შეეხება უკვე ვარცხნილობებს, პირველ რიგში, ყველაზე ბუნებრივი და მიმზიდველია გაშლილი ტალღოვანი თმა რეტრო სტილი მოდიდან არასდროს გავა, წელსაც, ლუის ვიტონის, მოშინოს და მარკ ჯაკობსის წყალობით თმის რეტრო ვარცხნილობები ძალიან მოდურია. ისღა დაგრჩენიათ თქვენს თმას 60-იანების სული შთაბეროთ და თქვენ მოდურად და რომანტიკულად გამოიყურებით. ასევე მოდურია ეგრეთწოდებული ''პონის კუდი'', უკან შეკრული თმა. მოკლე ჩოლკებიც საკმაოდ მოდურია ამ სეზონზე. კიდევ ერთი მოდური ტრენდია სველი თმის ეფექტი 350 2-ს მოსწონს
|