CNN-ის კორესპოდენტი სუპერ სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. ჟურნალისტის მტკიცებით, იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო რუსეთის ეროვნულ ნაკრებს მიატოვებს და ფრანგულ პსჟ-ს გაუძღვება. ჟურნალისტის ინფორმაციით, კაპელოს შვილმა და პირადმა აგენტმა პიერ ფილიპო კაპელომ უკვე გამართა მოლაპარაკებების პირველი რაუნდი პარიზული კლუბის ხელმძღვანელობასთან. განიხილება წლიური ხელფასი 8 მილიონი ევროს ოდენობით.