იტალიის ნაკრებისა და მილანის ყოფილი ვარსკვლავი ჯენარო გატუზო სერია B-ში დაქვეითებული, სიცილიური პალერმოს მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. როგორც სიცილიური კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება, 35 წლის ყოფილმა ნახევარმცველმა ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი შემდგომში ორი წლით გაგრძელების პირობით.
გასულ სეზონში გატუზო შვეიცარიული სიონის მოთამაშე-მწვრთნელი იყო.