მუსიკა ჯგუფ Black Sabbath-ის ალბომი 42 წლის შემდეგ ბრიტანეთის ჩარტების სათავეშია 2013, 18 ივნისი, 17:42 42 წლის შემდეგ Black Sabbath-ის ახალი ალბომი "13" ბრიტანეთის ჰიტ-აღლუმების სათავეში მოექცა, ამგვარად ჰევი-მეტალის ვეტერანებმა თავისებური რეკორდი დაამყარეს როგორც ჰიტ-აღლუმის სათავეში ყველაზე ხანგრძლივი პაუზით მოხვედრილებმა."მე უბრალოდ შოკში ვარ, ალბომის წარმატებამ ფეხქვეშ მიწა გამომაცალა"-განუცხადა OfficialCharts.com.-ს ჯგუფის სოლისტმა ოზი ოსბორნმა, უკანასკნელად ჯგუფი ბრიტანეთის ჩარტების სათავეში 1970 წლის ოქტომბერში მოექცა, როდესაც გამოსცა ალბომი "Paranoid".-ი.ალბომ "13"-ის ჩაწერა 2011 წლიდან მიმდინარეობდა, ჩაწერაში მონაწილეობა ოსბორნის გარდა მიიღეს გიტარისტმა ტომი აიომმა, ბასისტმა ჯიზერ ბატლერმა, ხოლო დრამერად მიწვეული იქნა ბრედ უილკი Rage Against the Machine-დან, რადგან ჯგუფის მუდმივმა წევრმა ბილ უორდმა კონტრაქტის პირობების გამო ჩაწერაზე უარი განაცხადა.ამასთანავე 2011 წელს ტომი აიომს აღმოაჩნდა სიმსივნე, ოზო ოსბორნი, რომელიც ჯერ კიდევ 1979 წელს გააგდეს ჯგუფიდან ლოთობის გამო, განაცხადა, რომ 4 თვეა საერთოდ ალკოჰოლს არ გაკარებია.რაც შეეხება აიომის, მას როგორც განაცხადეს, რემისიის პერიოდი დაეწყო. 18 1-ს მოსწონს
|