x
image
მირანდა ანდრონიკაშვილი
''The Voice'' ჟიური: შაკირა თუ კრისტინა?
image


ამერიკული ''The Voice'' მე-4 სეზონი დასასრულს უახლოვდება. ფინალში სულ მალე ერთმანეთს შაკირას და აშერის გუნდის წევრები დაუპირსპირდებიან. შაკირა მე-4 სეზონის წარმატებული მწვრთნელი იყო და შოუს რეიტინგის გაზრდაც ნაწილობრივ მისი დამსახურებაცაა. მე-5 სეზონიდან ''The Voice''_ში კრისტინა აგილერა და სი ლო გრინი შაკირასა და აშერს ჩაანაცვლებენ. ამერიკელი ტელემაყურებელი ამ ფაქტს ცოტა არ იყოს განიცდის, რადგან ლათინოამერიკელმა მომღერალმა მეტი პროფესიონალიზმი და დახვეწილობა გამოამჟღავნა შოუს განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ შაკირა თითოეული კონკურსანტის მიმართ საკმაოდ თბილი და მომღიმარი იყო, არ აძლევდა სარკასტულ შენიშვნებს, მაშინ როდესაც კრისტინა აგილერამ ერთ-ერთ ფინალისტს, არაჩვეულებრივ ჯულიეტ სიმს ნამღერი დაუწუნა და მუდამ საკუთარ თავს ადარებდა. ასევე საკმაოდ უკულტურო ჟესტი იყო ერთ-ერთი მონაწილის შესრულების დროს როგორ ''მესიჯობდა'' კრისტინა აგილერა და თან ''სთარბაქსის'' ყავას შეექცეოდა. ის ასევე ხშირად იყო ირონიული და უხეში ბრმა ქასთინგის მონაწილეების მიმართ. სამაგიეროდ ზოგიერთი აღნიშნავს იმას, რომ კრისტინა უფრო საინტერესო იყო შოუსთვის. მას მუდამ თამამად, არაორდინალურად ეცვა, მაშინ როდესაც შაკირას სტილი კლასიკური, ქალური, მაგრამ ერთფეროვანი იყო.

image

მაყურებლები აღნიშნავენ, რომ შაკირას უკეთესი ალღო აქვს და კარგ მონაწილეებს არჩევს. თუმცა რადგანაც შოუს ''ხმა'' ჰქვია ისიც უნდა ითქვას, რომ ამ კრიტერიუმს კრისტინა აგილერა უფრო აკმაყოფილებს. ის განთქმულია თავისი ულამაზესი, ძლიერი ვოკალით.


როგორც ჩანს, ორივე მწვრთნელს თავისი ძლიერი მხარები აქვთ. მე-5 სეზონში კრისტინა დაუბრუნდება ''The Voice–ის'' მაყურებელს , მის შემდგომ სეზონში კი კვლავ შაკირას ვიხილავთ.

2
91
3-ს მოსწონს
ავტორი:მირანდა ანდრონიკაშვილი
მირანდა ანდრონიკაშვილი
91
  
2013, 18 ივნისი, 18:59
აგილერა ქმნის შოუს თავი უხეშობით თავისი სამოსით და უაზრო გამოხტომებით და ეგ უნდათ მეტი არაფერიი)))
2013, 18 ივნისი, 17:29
კრისტინა... კრისტინა
0 1 2