შოუბიზნესი რატომ გადაიფიქრა ბრიტნი სპირსის საქმრომ მისი ცოლად მოყვანა 2013, 12 იანვარი, 21:28 პოპვარსკვლავ ბრიტნი სპირსს ბოლო დროს კარიერასა და პირად ცხოვრებაში აღარ უმართლებს. მისი ცხოვრება არც აქამდე ყოფილა დალხენილი. ის ხშირად იყო დეპრესიაში, ეძალებოდა ალკოჰოლს, აწყობდა სკანდალებს და ფსიქიატრიულ კლინიკაშიც კი მოხვდა. 2013 წელი მისთვის არც თუ ისე კარგად დაიწყო. ფოქსის რეალითი შოუ ''The X Factor'' მომღერალს პროდიუსერებმა დაატოვებინეს, რადგან მათი თქმით ბრიტნის პროექტში მონაწილეობამ შოუს რეიტინგი საოცრად დაბლა დასწია. რასაკვირველია ეს ბრიტნისთვის შეურაცმყოფელი იყო, მაგრამ ეგ კიდევ არაფერი, ყველაზე ცუდი ის მოხდა, რომ მისმა საქმრომ ბრიტნის სთხოვა, რომ ნიშნობა ჩაეშალათ. ამის შესახებ მომღერალმა რამდენიმე დღის წინ განუცხადა ჟურნალისტებს. ბრიტნის თქმით ეს გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს, თუმცა ბრიტნის საქმროს, ჯეისონ ტრავიკის მეგობრებმა განაცხადეს, რომ ჯეისონს ეს დიდი ხნის გადაწყვეტილი ჰქონდა. მიზეზი კი ისაა, რომ ბრიტნის უნდოდა შვილი გაეჩინა, მისი საქმრო კი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. იმედია ბრიტნი ახალ სიყვარულს მალე იპოვის (მას ეს არ გაუჭირდება) და შვილებსაც აუცილებლად გააჩენს. 126 4-ს მოსწონს
|