შოუბიზნესი ნაომი კემპბელი ფოტოგრაფზე თავდასხმის გამო სასამართლოს წინაშე წარსდგება 2013, 17 ივნისი, 16:35 ჩინურ-იამაიკური წარმოშობის ბრიტანელმა სუპერმოდელმა, მსახიობმა და მომღერალმა ნაომი კემპბელმა, ცოტა ხნის წინ მოახერხა, რომ შური ეძია თავის ყოფილ საყვარელზე, ვლადისლავ დორონინზე და მის ახალ სიყვარულზე, მაგრამ ახლა "შავი პანტერა" თვითონ იქნა დაბარებული სასამართლოში. მას უჩივის პაპარაცი, რომელსაც რამდენიმე წლის წინ ნაომი გაუსწორდა. ნაომი გამოიძახეს იტალიის სასამართლოში, სადაც განიხილება საქმე ნაომის თავდასხმისა ფოტოგრაფ გაეტანა დი ჯოვანიზე. ფოტოგრაფის თქმით, როდესაც იგი უთვალთვალებდა წყვილს, ნაომიმ რამდენიმეჯერ დაარტყა ჩანთა, დაუკაწრა სახე და დაუზიანა თვალი, რის გამოც პაპარაცს მოუწია სავადმყოფოში მკურნალობა. ნაომის წარმომადგენლების თქმით, კემპბელი თვითონ გახდა პაპარაცის თვალთვალის მსხვერპლი. ისინი შეეცდებიან რომ დაამტკიცონ ნაომის უდანაშაულობა, ვინაიდან თვითონ კატეგორიულად უარყოფს პაპარაცზე თავდასხმას. თუმცა ნაომის ფეთქებადი და რთული ხასიათი საყოველთაოდ არის ცნობილი. ცოტა ხნის წინ ის გააძევეს თვითმფრინავიდან, ვინაიდან სუპერმოდელმა კემპბელმა მოაწყო დებოში და პოლიციელთან იჩხუბა. ნაომი კემპბელი თავს დამნაშავედ არ ცნობს, მაგრამ მას მაინც მოუწევს სასამართლოს წინაშე წარსდგომა. პირველი მოსმენა გაიმართება 2013 წლის 4 დეკემბერს. საეჭვოა, რომ ვლადისლავ დორონინი თავისი ექს საყვარლის დასაცავად მივიდეს. სასამართლოში. 10 4-ს მოსწონს
|