სისხლის სამართალი ანდრეს ბრეივიკის ბინას გაყიდიან (4 ფოტო) 2013, 17 ივნისი, 16:13 ბინა ოსლოში, რომელშიც ნორვეგიელმა ანდრეს ბრეივიკმა მოამზადა სისხლიანი ტერაქტი, იყიდება 3, 7 მილიონ კრონად (დაახლოებით 680 000 დოლარად). 4 ოთახიანი ბინა მდებარეობს სკოიენის მდიდარ რაიონში. ბრეივიკი იქ ცხოვრობდა დედასთან ერთად 2006 წლიდან. მის შემდეგ, რაც 66 წლის ქალბატონი გარდაიცვალა, სახოვრებელი სახლის გაყიდვა გადაწყდა. თავად ბრეივიკმა უარი თქვა ბინაზე, რომელიც მემკვიდრეობით უნდა გადასულიყო მასზე. თავის გადაწყვეტილებას ტერორისტი იმით ხსნის, რომ უნდა კომპენსაციის გადახდა მისი დანაშაულისათვის იმ ოჯახებისათვის ვისი შვილებიც მან იმსხვერპლა, განაცხადა მისმა ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ ანდრეს ბრეივიკს მიუსაჯეს 21 წელი ტერაქტისათვის რომელიც მან ჩაიდინა ოსლოში ახალგაზრდურ ბანაკში 2011 წლის ივლისში. მან 77 ადამიანი მოკლა. 145 5-ს მოსწონს
|