x
მეტი
  • 09.07.2024
  • სტატია:135860
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510228
მადონას ქალიშვილი სახლიდან წავიდა

imageცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ყველაზე ცუდი დედების რეიტინგში მადონა ვერ მოხვდა, მაგრამ, გავრცელებული ცნობების თანახმად, მომღერალსა და მის უფროს ქალიშვილს არცთუ კარგი ურთიერთობები აქვთ. მადონას მოზარდი ქალიშვილი ლურდესი არც მანამდე გამოირჩეოდა დამჯერი ხასიათით და პაპარაცებმა სიგარეტით ხელშიც ბევრჯერ დააფიქსირეს. ახლა კი 16 წლის ლურდესმა მშობლების სახლი დატოვა და საკუთარი ცხოვრება დაიწყო. ამბობენ, რომ გოგონამ პოპის დედოფლის გამუდმებულ ჩრდილში ყოფნას ვერ გაუძლო. ადრე მომღერალმაც თქვა, რომ როგორც კი მისი გოგონა 16 წლის გახდებოდა, მარტო გაუშვებდა. საინტერესოა, რომ ლურდეს ლეონი მარტო სულაც არ აპირებს ცხოვრებას - სავარაუდოდ, მის გვერდით მისი მორიგი ბოიფრენდი იქნება. მადონა ქალიშვილს ამას არ უკრძალავს, ეგ კი არა, დასასვენებლად რომ მიდიან ერთად, ლურდესის ბოიფრენდებიც თან მიჰყავს ხოლმე.image

0
93
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა.
ეკა.
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0