x
image
თამარი555
სურვილების ასრულება აზრების დახმარებით

image



1. თქვენ გჭირდებათ ფული?



წარმოიდგინეთ, რომ ეს თანხა უკვე სადღაც აქვე დევს. მაგალითად სეიფში და თქვენ გჭირდებათ გარკვეული დრო, რომ უბრალოდ მიხვიდეთ და აიღოთ იგი. ამ მომენტისთვის თქვენ ჯერ კიდევ არ მისულხართ იქამდე რომ აიღოთ. არსებობს მრავალი ვარიანტი, თქვენ შეგიძლიათ ცოტა ხნით მოიცადოთ, სანამ იმ პატარა გასაღებს მოგიტანენ, რომელიც ამ სეიფს გაააღებს. თქვენ შინაგანად მშვიდი ხართ და ელოდებით იმ მომენტს, სანამ გეტყვიან ბანკის განრიგს.. და ა. შ.


2. თქვენ გსურთ გახდეთ საწინააღმდეგო სქესის მაგნიტი?



წარმოიდგინეთ, რომ თქვენზეა შეყვარებული ყველაზე მიმზიდველი და სასურველი საწინააღმდეგო სქესის ადამიანი და უბრალოდ ახლა ის წასულია მივლინებაში. და ამიტომ ის არ არის თქვენს გვერდით. მაგრამ რამოდენიმე დღის შემდეგ ის დაბრუნდება და ა.შ.



3. თქვენ გსურთ ახვიდეთ მაღლა კარიერის კიბეზე?


წარმოიდგინეთ, რომ მიდიხართ ქუჩაში და უცებ თქვენს გვერდით ჩერდება სამთავრობო მანქანა, საიდანაც გადმოდის თქვენი მეგობარი ან ნაცნობი (თქვენ მოიფიქრეთ) და გეუბნებათ:“ გამარჯობა! აბა როგორ ხარ, რას საქმიანობ?, მიატოვე შენი საქმე და წამოდი ჩემთან.., მოადგილე გახდები!, სამი დღე იფიქრე და საბუთები მოამზადე.." და თქვენ გაქვთ ეს სამი დღე და უკვე გადაწყვიტეთ დათანხმება და ეს გარემოება ძალიან გახარებთ თქვენ.. წინ სამი დღეა და დარწმუნებული ხართ ხვალინდელი დღის წარმატებაში...



p.s. მთავარია რომ შექმნათ სურვილის ფლობის განცდა და მოატყუოთ თავს, თუ რატომ არ არის ეს ყველაფერი ახლა შენთან. გახსოვდეთ, თქვენ თქვენი აზრებით ქმნით რეალობას!

0
64
4-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:თამარი555
თამარი555
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0