x
image
worldsport.ge
სიენელთა საფინიშო სპურტი

imageვიქტორ სანიკიძის “მოტეპასკიმ” “ასეა რომას” თითქმის წაგებული მატჩი “მოუტრიალა” და იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა. სიენელები საშინაო თამაშის დასრულებამდე სამიოდ წუთით ადრე 68:75 მარცხდებოდნენ, დარჩენილ დროში კი მეტოქე 21:6 (!) გაანადგურეს და 89:81 იმარჯვეს.
აღნიშნულ პერიოდში შეუდარებლად გაისარჯა “მონტეპასკის” ლიდერი ბობი ბრაუნი, რომელმაც 12 ქულა ჩააგდო და თანაგუნდელებიც აიყოლია. ჯამში ამერიკელმა უკანახაზელმა 23 ქულა მოაგროვა და მასპინძელთაგან ყველაზე შედეგიანი იყო, მის გარდა კი, დანიელ ჰეკეტი (17 ქულა, 8 პასი) და მეტ ჯენინგიც (13 ქულა) გამოირჩნენ.
სანიკიძემ მოედანზე 10 წუთი გაატარა და 4 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. ვიქტორმა 2-დან 1 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
17 ივნისს “მონტეპასკი” დედაქალაქელებს ისევ შინაურ კედლებში მიიღებს და მორიგი გამარჯვების შემთხვევაში, ჩემპიონობას ძალიან მიუახლოვდება. შეგახსენებთ, რომ ოქროს მედლების მოსაპოვებლად 4 თამაშის მოგებაა საჭირო.


დათო მანჯავიძე

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0