სხვა ახალგაზრდა გოგონას უჩვეულო ნიჭი (ფოტო+ვიდეო) 2013, 15 ივნისი, 19:13 ახალგაზრდა გოგონამ, რომელმაც შეძლო და დასძლია ძვლის კიბო მას შემდეგ აღიარებული იქნა როგორც ახალი “მებრძოლი ტალანტი".... ავადმყოფობის შემდეგ ის გამოირჩა თავისი ბრძოლიუნარიანობის გარდა უჩვეულო ნიჭით, რომლის პირდაპირი ჩვენება მოხდა “ელენე დედჟენერესის" შოუში.... ეს მებრძოლი ახალგაზრდა გოგონა გახლავთ ჯენ ოში, რომელსაც შეუძლია როტაციით ფეხის 180 გრადუსით შემობრუნება...ის არანაირ დისკომფორტს არ განიცდის ამ უჩვეულო “ილეთის " შესრულებისას...მოქნილმა ჯენიმ გადაიტანა კომპლექსური ძალიან რთული ოპერაცია რის შედეგადაც შეძლო და დაუბრუნდა ჩვეულებრივ ცხოვრებას, რომელსაც თან დაუმატა მისი უჩვეულო ტალანტი.... გოგონას დაუდგინდა სარკომა, რომელზეც 2011 წელს ჩაუტარდა ძვირადღირებული ოპერაცია, რომლის დროსაც ექიმები იძულებულნი გახდნენ ჯენის სხეულიდან ამოეღოთ მთელი მენჯის მარჯვენა მხარე, მაგრამ ამ დანაკარგის მიუხედავად გოგონას ცხოვრება გაუხანგრძლივდა.... მძიმე ოპერაციის შემდეგ გოგონას სერიოზული ფიზიკური თერაპიის კურსები ჩაუტარდა, რადგან მას შეძლებოდა ჩვეულებრივი ადამიანის მსგავსად დამოუკიდებლად გადაადგილებულიყო....ეს კურსები მისთვის წარმატებული გამოდგა და უფრო მეტიც გამოავლინა თავისი ტალანტი... მისი ვიდეო განთავსებული იქნა ინტერნეტ სივრცეში Youtube-ზე, რომელიც ნახა 250 000 მეტმა მომხმარებელმა.ვიდეოზე ნაჩვენებია ჯენ ოშის შესაძლებლობები, რომლითაც აღრფთოვანებაში მოჰყავს მნახველი.... 410 10-ს მოსწონს
|