სხვა ყველაზე დაბინძურებული ადგილები დედამიწაზე 2013, 14 ივნისი, 23:45 სტატიაში წარმოდგენილია 10 ყველაზე დაბინძურებული ადგილი დედამიწაზე. არც თუ ისე სასიამოვნო სანახავია, მაგრამ ფაქტია... 1. აჰვაზი, ირანი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით ეს არის დედამიწაზე ყველაზე მეტად დაბინძურებული ქალაქი, რისი მიზეზიც არის ქვიშის შტორმები, რაც აქ ძალიან ხშირია. 2. ლინფენი, ჩინეთი. ამბობენ, ამ ქალაქში თეთრ სარეცხს თუ გაფენ აუცილებლად შავს აიღებ. 3. ჩერნობილი, უკრაინა. 4. ტბა ყარაჩაი, რუსეთი. დიდი ხნის განმავლობაში აქ ხდებოდა ბირთვული ნარჩენების ჩაყრა, რის გამოც დღეს ამ ადგილზე 1 საათით გაჩერებაც კი შეიძლება მომაკვდინებელი აღმოჩნდეს. 5. ძერჟინსკი, რუსეთი. ეს ქალაქი შესულია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც მსოფლიოში ქიმიურად ყველაზე დაბინძურებული ადგილი. აქ ბოლო წლებში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 260%-ით გაასწრო შობადობას. 6. ვაპი, ინდოეთი. ასობით კილომეტზე გადაჭიმული ინდუსტრიული კომლექსის ბოლოში მდებარე ამ ქალაქის წყალსაცავებში ვერცხლისწყლის დონე დაშვებულს 96-ჯერ აღემატება. 7. სუმგაიტი, აზერბაიჯანი. ამ ქალაქში მდებარე 40-მდე ინდუსტრიული კომპლექსი არის ჯანმრთელობისთვის საშიში, დაბინძურებული გარემოს შექმნის მიზეზი. 8. ტიანიინგი, ჩინეთი. რამდენადაც ჩინეთში ტყვიის წარმოების ნახევარზე მეტი ამ ქალაქზე მოდის, ხშირია ტყვიით მოწამვლის შემთხვევები. 9. მდინარე იამუნა, ინდოეთი. ეს არის განგის ყველაზე დიდი შენაკადი, რომელშიც ჩადის დელის ნარჩენების 60%. თუმცა დელის მოსახლეობა სასმელ წყალსაც ამავე მდინარიდან იღებს. 10. ბრაზავილი, კონგო. უკიდურესად დაბინძურებული სასმელი წყლის გამო კონგოს დედაქალაქის მცხოვრებლებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ძალიან დიდი პრობლემები ექმნებათ. 459 1-ს მოსწონს
|