x
image
lady.ge
ვარსკვლავების ახალი მოდური ტრენდი - კომუფლაჟირებული სამოსი
imageროგორც იცით, ჩემი ერთერთი უსაყვარლესი საქმიანობა სელებრითების მოდური იმიჯის და ჩაცმის სტილის "თვალთვალია", ამჯერად ინტერნეტში ქექვისას აღმოვაჩინე რომ ჰოლივუდურ ბომონდს ახალი, ფეშენ-ტრენდი ამოუჩემებია, არც მეტი არც ნაკლები - კომუფლაჟირებული სამოსი, კერძოდ კი კომუფლაჟის პრინტი. მოკლედ, მოდაშია ყველაფერი "სამხედრო შეფერილობის" - მაისური, პერანგი, ჯინსი და კლასიკური, ქუსლიანი ფეხსაცმელიც კი. პირადად მე ჰაიდი კლუმის იმიჯით აღფრთოვანდი. ნუ ზოგადად ამ ქალით აღფრთოვანებას ისეც არაერთგზის გამოვხატავ, ძალიან მომწონს ვიქტორია სეკრეტის ეს მართლაც უბერებელი მოდელი რომელმაც ამდენი შვილი გააჩინა და მისი ფიგურა მაინც იდეალურ ფორმებს ინარჩუნებს.


image


არანაკლებ მოვიხიბლე ბლეიქ ლავლის ფეხსაცმელებით, მერედა როგორ უხდება თეთრ მაისურს და ქერა თმას "სამხედრო პრინტიანი"

მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი



.image
ცოტა ხულიგნური, მაგრამ გლამურილია მაილი საირუსის იმიჯი, თუმცა მის გაბურძგნულ თმაზე ეს იმიჯი შესანიშნავად მიდის.



image

2
733
5-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
733
  
2014, 12 ივლისი, 17:39
ბოლო მაგრა მომეწონა:):):):):):):):):)
2013, 14 ივნისი, 22:59
მირჩევნია კლასიკურ ფირმაშ ვნახო ვიდრე ასე ჯარისკაცივით :D ქალს უფრო ნაზი სამოსი უხდება
0 1 2