სიახლეები აღმოჩენილია თამბაქოს სიყვარულის გენი 2013, 13 ივნისი, 16:39 იაპონელმა ექიმებმა დაადგინეს, რომ ნიკოტინის მოხმარებისაკენ სწრაფვა სამი სხვადსხვა გენის “დამსახურებაა''. ნიკოტინდამოკიდებულების ჭეშმარიტი მიზეზების დასადგენად, მეცნიერებმა გამოიკვლიეს დნმ ადამიანთა ორ ჯგუფში - ერთნი ამჟამად ან ყოფილი მწეველები, მეორენი კი ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარნი. ორივე ჯგუფის წარმომადგენელთა გენეტიკური სტრუქტურის შედარებამ აჩვენა, რომ მწეველებს აქვთ სპეციფიკური გენი CYP2A6, რომელიც 3 სხვადასხვა ვერსიით გვხვდება. სწორედ აღნიშნული გენის კონკრეტულ ვერსიაზეა დამოკიდებული ამა თუ იმ ადამიანის მწეველობისადმი განწყობა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს აღმოჩენა შეიძლება ფართოდ გამოიყენონ - იმისათვის, რომ თამბაქოს “გენეტიკური'' მოყვარულები იხსნან პოტენციური თამბაქოდამოკიდებულებისაგან. 248 5-ს მოსწონს 1-ს არა
|