x
image
ბელენაი
უმკურნალეთ კბილებს
imageკბილების გასათეთრებლად და კარიესის პროფილაქტიკისთვის ზღვის ან საკვები მარილის მწიკვი დანაყეთ და დაუმატეთ ორი ან სამი წვეთი ზეითუნის ზეთი. მიღებულ მასაში დაასველეთ კბილის ჯაგრისი და თვეში ორჯერ, დაახლოვებით ხუთი წუთის განმავლობაში, კარგად შეიზილეთ ღრძილებსა და კბილებზე.

კბილის ტკივილს სწრაფად აქრობს გამხმარი მუხის ქერქის ნაყენის პირში ჩაგუბება. ღრძილების ტკივილის დროს კი ეს ნაყენი უებარი საშუალებაა.

ასევე, კბილის ტკივილის დროს გამოივლეთ თბილი მარილწყალი პირის ღრუში და ტკივილიც მალევე გაივლის.

კბილებზე სიყვითლის მოსაცილებლად შეგიძლიათ, ორ კვირაში ერთხელ საჭმელი სოდა გამოიყენოთ. კბილის ჯაგრისზე დაყარეთ ცოტაოდენი საჭმელი სოდა, დააწვეთეთ ზედ ლიმონის წვენი და კბილები გაიხეხეთ.


კბილის უხეში ჯაგრისი რომ დაარბილოთ, რამდენიმე საათით გააჩერეთ მარილიან წყალში. ერთ ჭიქა თბილ წყალში გახსენით ერთი ჩაის კოვზი მარილი და ჯაგრისი შიგ ჩადეთ.

ღრძილების მკურნალობაში ხალხური მედიცინა დაგეხმარებათ. პარადონტოზის ანუ დასიებული და დაჩირქებული ღრძილების შემთხვევაში, მკუნალობს და ამაგრებს მაყვლის ფოთლების ღეჭვა.

ღრძილებიდან სისხლდენის დროს პირის ღრუში დღეში ორჯერ, დილას და საღამოს, ჩაიგუბეთ მრავალძარღვას ნაყენი.

ღრძილების ანთების დროს ორ სუფრის კოვზ ჭინჭრის ფოთოლს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში, დაახლოვებით თხუთმეტი წუთით, შემდეგ გადაწურეთ მარლაში და გამოივლეთ პირის ღრუში.

0
311
4-ს მოსწონს
ავტორი:ბელენაი
ბელენაი
311
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0