x
image
ბელენაი
სფინქსის ლეგენდარული გამოცანები
imageეგვიპტის უდაბნოში აღმართულია ყველაზე დიდი სკულპტურა გიგანტური სფინქსისა, რომელიც ოდესმე შეუქმნია ადამიანს. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ეს უზარმაზარი მტაცებელი მუდამ ფხიზლობს, იცავს პირამიდების სიმყუდროვეს და “მესამე თვალის'' საშუალებით თვალს ადევნებს მზის ამოსვლასა და პლანეტების მოძრაობას. მისი ძალის წყარო კოსმოსია.

მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ სფინქსი - პირამიდების თანამედროვეა. მაგრამ აი, რა არის უცნაური - უძველეს პაპირუსებში, სადაც პირამიდების მშენებლობაა აღწერილი, სფინქსი საერთოდ არ არის ნახსენები. იეროგლიფებმა ჩვენამდე მოიტანეს პირამიდების ხუროთმოძღვართა, მშენებელთა სახელები, რომლებმაც შექმნეს ფარაონთა საუკუნო განსასვენებლები, მაგრამ სფინქსის ავტორები - უცნობია.

მხოლოდ გიგანტური პირამიდების აშენებიდან ოთხი საუკუნის შემდეგ გამოჩნდა ტექსტები, სადაც სფინქსია ნახსენები. მას “შელეს ანხს'' უწოდებენ, რაც “ცოცხალ სახეს'' ნიშნავს. ამ სახელწოდებას მეცნიერები ვერ ხსნიან.

სფინქსის სახე მოხვდა ბერძნულ მითოლოგიაში, ბევრ ზღაპარსა და გადმოცემაში. თუმცა ტრანსფორმირებული სახით. თავდაპირველად, ლეგენდებში ეგვიპტურ სფინქსს ჯერ კიდევ ჰქონდა ლომის ნაკვთებიანი მამაკაცის თავი. ის დაეხეტებოდა პარნასის ახლომახლო გზებზე და გამვლელებს ჭამდა. მოგვიანებით ის უკვე ქალის თავიანი ფრთოსანი ურჩხულია, რომელსაც სფინქსი ჰქვია, ბინადრობს ფივების მახლობლად და ახრჩობს მგზავრებს, რომლებიც მის გამოცანებს ვერ ამოხსნიან.


ეგვიპტის შესახებ ჰეროდოტეს ნაშრომების შესწავლისას გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ ისტორიის მამამ, 445 წ. ჩვ.წ.აღ-მდე დაწვრილებით აღწერა ეგვიპტე - ნანახი და მოსმენილი. აღწერა პირამიდების ყოველი დეტალი, ისიც, მუშებისთვის რა რაოდენობის და როგორი საჭმელი მოჰქონდათ. სფინქსის შესახებ კი ჰეროდოტე დუმს!

ეს გამოცანა მით უფრო საიდუმლოდ გვესახება, რომ ფარაონის მსახურები დაწვრილებით აღნუსხავდნენ, თუ რამდენი და როგორი მასალა დასჭირდა პირამიდის აგებას, არ ივიწყებდნენ არც იმ გზის სიგრძეს, რომლითაც ეს მასალები მოჰქონდათ. მაგრამ არ არსებობს არც ერთი საბუთი სფინქსის აგების შესახებ. ამ საიდუმლოს ამოხსნას ვპოულობთ რომაელი მწერლისა და მეცნიერის პლინიუს უფროსის ნაშრომში. ის გვატყობინებს, რომ მის დროს სფინქსი, ტრადიციისამებრ, კიდევ ერთხელ გაასუფთავეს დასავლეთიდან ქარის მიერ მოტანილი ქვიში საფარისაგან. მაშასადამე, ჰეროდოტემ იმიტომ ვერ ნახა სფინქსი, რომ ის ქვიშის ქვეშ იყო მოქცეული.

მთელი ისტორიის მანძილზე რამდენჯერ “ამოთხარეს'' სფინქსი? ქანდაკების კვლევისას მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სფინქსი, დროდადრო მართლაც იფარება ქვიშის სქელი ფენით, რომელიც ცხელი ლიბიიდან მოაქვს უდაბნოს ქარებს. ადრე არ იცოდნენ დამცავი ტყის ზოლის გაშენება და როგორც ჩანს, სფინქსს პერიოდულად ათავისუფლებდნენ ქვიშის ტყვეობიდან.

ამას ადასტურებს გასულ საუკუნეში ეგვიპტეში აღმოჩენილი სტელა, რომელზეც ჩანს თუთმოს IV-ის მმართველობის პერიოდის (ჩვ. წ. აღ. XVს.) ტექსტი, რომელიც გვამცნობს, რომ ფარაონს სიზმარში ნიშანი მისცეს: თუ ის სფინქსს ქვიშისგან გაწმენდს, მისი მეფობა ხანგრძლივი და ბედნიერი იქნება.

უკანასკნელ ხანს ეგვიპტელებმა ქვიშიდან ამოთხარეს ეგვიპტეში პტოლომეოსების დინასტიის გამეფების დროს, შემდეგ კი რომაელი იმპერატორებისა და არაბი მმართველების დროინდელი სფინქსები.

ეგვიპტის ერთ-ერთი მმართველის ბრძანებით, სფინქსს ცხვირი მოამტვრიეს. XVIII ს-ის დასაწყისში ამ გოლიათს ქვემეხები დაუშინეს, ხოლო ნაპოლეონის ჯარისკაცები სფინქსს თვალებში ესროდნენ. ინგლისელებმა კი ქვის ქვერი მოამტვრიეს და ბრიტანეთის მუზეუმში მოათავსეს.

დღეს კაიროს ქარხნების მომწამვლელი გაზები და მანქანების გამონაბოლქვები შლის ქვებს. 1988 წ. სფინქსის კისერს მოწყდა 950 კგ-იანი ნამტვრევი.

იუნესკო შეაშფოთა სფინქსის ავარიულმა მდგომარეობამ და გადაწყდა მისი ხელახალი გამოკვლევა. იაპონელმა არქეოლოგებმა სპეციალური ხელსაწყოებით გასინჯეს ჯერ ხეოფსის პირამიდის მასივი, შემდეგ კი გამოიკვლიეს სფინქსის ქვები. შედეგი სენსაციური აღმოჩნდა - ქანდაკების ქვა პირამიდების ბლოკებზე ძველია. მეორე სენსაცია კი ის იყო, რომ ქვის ლომის მარცხენა თათის ქვეშ აღმოაჩინეს ვიწრო გვირაბი, რომელიც ხეოფსის პირამიდისკენ მიდიოდა.

ხოლო ჰიდროლოგებმა მასზე აღმოაჩინეს წყლის დიდი ნაკადიგან მიყენებული ეროზიის ნაშთები. მათი აზრით, ეს არის ბიბლიური კატასტროფის შედეგი, რომელიც ჩვენს ერამდე 8-12 ათასი წლის წინ მოხდა.

ფრანგმა არქეოლოგებმა საყურადღებო შენიშვნა გააკეთეს: ეგვიპტის წარღვნის დათარიღება ემთხვევა ლეგენდარული ატლანტიდის დაღუპვის თარიღს.

5
389
7-ს მოსწონს
ავტორი:ბელენაი
ბელენაი
389
  
2013, 14 ივნისი, 1:04
დიდ მადლობა
2013, 14 ივნისი, 1:01
კი, მაქვს რამოდენიმე ბერძნულ მითოლოგიაზე და უახლოეს მომავალში აუცილებლად დავდებ.
2013, 14 ივნისი, 1:00
ნოეს კიდობანზე ამბობთ?
2013, 14 ივნისი, 0:49
აუცილებლად ;) ჩემს სტატიებში არის კიდევ ერთი ისტორიული შეგიძლიათ ნახოთ
2013, 14 ივნისი, 0:48
რა საინტერესოა.თუ შეგიძლიათ კიდე დადეთ ეგვიპტის და საბეძნეთის ისტორიაზე და მითოლოგიაზე რაიმე
0 1 5