შოუბიზნესი დაშორდნენ თუ არა ვალერი მელაძე და ალბინა ჯანაბაევა ? (+ ფოტოები) 2013, 13 ივნისი, 14:09 არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ჯგუფ «ВИА Гра»-ს ყოფილმა წევრმა, ალბინა ჯანაბაევამ განაცხადა, რომ მას სურდა ვალერი მელაძესთვის მეორე შვილის გაჩენა. მაგრამ გავრცელდა ჭორები, რომ წყვილს შორის ყველაფერი რიგზე არ არის. უფრო მეტიც ამბობენ, რომ ვალერი მელაძე და ალბინა ჯანაბაევა დაშორდნენ. ჭორების საბაბი კი გახდა, «МУЗ ТВ 2013»-ზე ორივე ვარსკვლავის საეჭვო გამოცხადება, როდესან ისინი სხვადასხვა დროს, ცალ-ცალკე მოვიდნენ ცერემონიალზე. თაყვანისმცემლებმა ასევე შეამჩნიეს, რომ წყვილი მთელი ცერემონიალის განმავლობაში ცდილობდნენ ერთმანეთისგან მოშორებით ყოფნას.მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ეჭვებია. ინფორმაცია გავრცელდა რუსულ პრესაში და ჯერ მხოლოდ ჭორის დონეზეა. 265 4-ს მოსწონს
|