საზოგადოებრივი 1200 წლის წინ ჩაძირული ქალაქი აღმოაჩინეს 2013, 10 ივნისი, 20:56 ჰერაკლიონი ეს არის ძველი ეგვიპტური ქალაქი, რომელიც ეგვიპტის სანაპიროსთან 1200 წლის წინ ჩაიძირა ზღვაში. განადგურებამდე ქალაქი ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო. ძველი ქალაქის ნანგრევები ქალაქ ალექსანდრიასთან ახლოს 9 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს.
13 წლიანი არქეოლოგიური მუშაობის განმავლობაში ამოღებულ იქნა 64 ძველი ხომალდის ფრაგმენტი და 700 ღუზა. გარდა ამისა ნაპოვნია ოქროს მონეტები, ათენიდან ჩამოტანილი სხვადასხვა ნივთები და უზარმაზარი პლიტები, რომლებზეც ძველბერძნული და ძველეგვიპტური წარწერებია. ქალაქი შაიძირა ბუნებრივი კატასტროფების სერიის ზემოქმედების შედეგად დაახლოებით ჩვენს წელთააღრიცხვამდე 700 წელს. დღეისათვის არქეოლოგებს დიდი სამუშაო აქვთ ჩასატარებელი ნაპოვნი ექსპონატების შესწავლის საქმეში. წყალქვეშა არქეოლოგიის ოქსფორდის ცენტრის დირექტორის დემიენ რობინსონის (Damien Robinson) თქმით ჰერაკლიონი მსხვილი სავაჭრო და კულტურული ცენტრი იყო. ჩაძირვის შემდეგ ქალაქი თანდათანობით გაქრა ადანიანთა მეხსიერებიდან და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ რამოდენიმე უძველესი ტექსტის შესწავლის შემდეგ შეიტყვეს. ასევე ნაპოვნია მრავალი რელიგიური არტეფაქტი, მათ შორის 5 მეტრიანი ქვის სკულპტურა. ტალახსა და ქვიშის საფარის გადაწმენდის შემდეგ არქეოლოგთა თვალწინ გადაიშალა იმ დროინდელი ჰერაკლიონის მთელი ბრწყინვალება და სიმდიდრე. მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს ლეგენდარული ამონ-გერების ტაძარი, სადაც კლეოპატრამ მიიღო ეგვიპტის მბრძანბლობის უფლება. ტაძარი ქალაქის ცენტრალური ნაწილი იყო. ყურეში წლის განმავლობაში მხოლოდ 15-20 დღის განმავლობაშია წყალი გამჭვირვალე, სხვა დროს დიდი ოდენობით შლამის გამო ხილვადობა მხოლოდ რამოდენიმე სანტიმეტრია. ფოტოზე გამოსახულია ამონის ტაძრის ბრინჯაოს ლამფა. კოლოსალური ქითელი გრანიტის ქანდაკების თავი. ქანდაკება ნილოსის ღვთაებას ჰაპის განასახიერებს. 5.4 მეტრის სიმაღლის ღმერთ ჰაპის ქანდაკების წყლიდან ამოღება. ოქროს ობიექტი წარწერებით (11X5 სმ). ოსირისის ბრინჯაოს ქანდაკება. თვალები ოქროთია დაფარული. 614 16-ს მოსწონს 1-ს არა
|