x
image
ტორნადო07
1200 წლის წინ ჩაძირული ქალაქი აღმოაჩინეს
ჰერაკლიონი ეს არის ძველი ეგვიპტური ქალაქი, რომელიც ეგვიპტის სანაპიროსთან 1200 წლის წინ ჩაიძირა ზღვაში. განადგურებამდე ქალაქი ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო. ძველი ქალაქის ნანგრევები ქალაქ ალექსანდრიასთან ახლოს 9 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს. image


13 წლიანი არქეოლოგიური მუშაობის განმავლობაში ამოღებულ იქნა 64 ძველი ხომალდის ფრაგმენტი და 700 ღუზა. გარდა ამისა ნაპოვნია ოქროს მონეტები, ათენიდან ჩამოტანილი სხვადასხვა ნივთები და უზარმაზარი პლიტები, რომლებზეც ძველბერძნული და ძველეგვიპტური წარწერებია.image


ქალაქი შაიძირა ბუნებრივი კატასტროფების სერიის ზემოქმედების შედეგად დაახლოებით ჩვენს წელთააღრიცხვამდე 700 წელს. დღეისათვის არქეოლოგებს დიდი სამუშაო აქვთ ჩასატარებელი ნაპოვნი ექსპონატების შესწავლის საქმეში. წყალქვეშა არქეოლოგიის ოქსფორდის ცენტრის დირექტორის დემიენ რობინსონის (Damien Robinson) თქმით ჰერაკლიონი მსხვილი სავაჭრო და კულტურული ცენტრი იყო.

image



ჩაძირვის შემდეგ ქალაქი თანდათანობით გაქრა ადანიანთა მეხსიერებიდან და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ რამოდენიმე უძველესი ტექსტის შესწავლის შემდეგ შეიტყვეს.image


ასევე ნაპოვნია მრავალი რელიგიური არტეფაქტი, მათ შორის 5 მეტრიანი ქვის სკულპტურა. ტალახსა და ქვიშის საფარის გადაწმენდის შემდეგ არქეოლოგთა თვალწინ გადაიშალა იმ დროინდელი ჰერაკლიონის მთელი ბრწყინვალება და სიმდიდრე.image


მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს ლეგენდარული ამონ-გერების ტაძარი, სადაც კლეოპატრამ მიიღო ეგვიპტის მბრძანბლობის უფლება. ტაძარი ქალაქის ცენტრალური ნაწილი იყო.image


ყურეში წლის განმავლობაში მხოლოდ 15-20 დღის განმავლობაშია წყალი გამჭვირვალე, სხვა დროს დიდი ოდენობით შლამის გამო ხილვადობა მხოლოდ რამოდენიმე სანტიმეტრია. image


ფოტოზე გამოსახულია ამონის ტაძრის ბრინჯაოს ლამფა.image


კოლოსალური ქითელი გრანიტის ქანდაკების თავი. ქანდაკება ნილოსის ღვთაებას ჰაპის განასახიერებს.image


5.4 მეტრის სიმაღლის ღმერთ ჰაპის ქანდაკების წყლიდან ამოღება.image


ოქროს ობიექტი წარწერებით (11X5 სმ).imageimageimageimage



ოსირისის ბრინჯაოს ქანდაკება. თვალები ოქროთია დაფარული.image

8
612
16-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
612
  
2014, 19 აპრილი, 17:01
ეს ხომ კოლხი ქართველების ნაგებობები იყოო ბერძენი ჰეროდოტე წერდა მეწამული ზღვიდან კასპიის ზღვამდე კოლხების ასე რომ ვთქვათ სამშობლო იყოვო ანუ ეგვიპტეს ისრაელს ისინი ქართველთა სამშობლოდ აღიქვამდნენ სანამ ქართველთ გამოყრიდნენ ინდო-ევროპელები
2013, 17 სექტემბერი, 16:26
ზლივს საინტერესო რამ წავიკიტხე
2013, 31 ივლისი, 19:07
ძალიან საინტერესოა მართლაც:)
2013, 11 ივნისი, 18:20
კარგი იყო.
2013, 11 ივნისი, 11:28
საინტერესოა
2013, 10 ივნისი, 21:21
მადლობა :)
2013, 10 ივნისი, 21:08
ძალიან მაგარი სტატიაა, ყოჩაღ!:)
2013, 10 ივნისი, 20:58
რა საინტერესოა
0 1 8