სხვა ძლიერი წვიმის გამო წყალი ჩავიდა თბილისი მოლის შენობაში 2013, 10 ივნისი, 17:51 ძლიერი წვიმის გამო წყალი ჩავიდა თბილისი მოლის შენობაში. ჭერიდან ბათქაში ჩამოიშალა. ამის გამო რამდენიმე სტენდი დახურულია.მიმდინარეობს გაწმენდითი და გამაგრებითი სამუშაოები. ობიექტების ძირითადი ნაწილი კი შეფერხებების გარეშე განაგრძობს მუშაობას.
თბილისი მოლის ტექნიკური უზრუნველყოფის მენეჯერის ჟერარდ მაქილის განცხადებით: თბილისი მოლის გაუმჯობესების ფარგლებში შენობის სახურავში კონდინცირების სისტემის დამატება მიმდინარეობდა. ძლიერი წვიმა მხოლოდ ცუდი დამთხვევა იყო.სახურავის იმ ნაწილში სადაც სამუშაოები მიმდინარეობდა მცირე ზოლოს ღია სივრცე იყო, ამიტომ წვიმა შენობაში ჩამოვიდა.
ძლიერმა წვიმამ აღმოსავლეთ საქართვეოლო დააზარალა. ზოგიერთ რაიონში საცხოვრებელი სახლები და სამეურნეო ნაკვეთები დაიტბორა. დანგრეულია გზები, . განსაკუთრებით რთული ვითარებაა სოფელ ერედაში. სოფლის ცენტრალურ გზაზე ღვარცოფი ამ დრომდე მოედინება. სოფლის ზედა ნაწილში გზა თითქმის აღარ არსებობს. ძლიერი წვიმა ღამის 1 საათზე დაიწყო დაიტბორა სახლები და დახოცა ფრინველები. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. წვიმამ დააზიანა სოფლის საჯარო სკოლაც. დატბორილია სკოლის პირველი სართული. უახლოეს დღეებში შეიქმნება კომისია და დაითვლება ზარალი. 65 11-ს მოსწონს
|