x
image
ოტი
მარიამ ელიეშვილი - ჩვენ ახლა ერთურთს "ტექსტი"

imageტექსტი: მინდია არაბულის ლექსის "უცნობი ქალისადმი"-ს მიხედვით
მუსიკა: ხალხური
ჩვენ ახლა ერთურთს სიყვარულის თვალებით ვუმზერთ,
და ვინ რა იცის ვის გულში რა ცეცხლი გიზგიზებს...
უნდობლად დამკარ ნანდაურის ნანატრი მზერა,
შევბარბაცდი და გულიანად გადვიკისკისე.

რა საცნაური გახდი ჩემთვის, არ ვიცი ვინ ხარ,
თვალს რომ მარიდებ ჩემო კარგო, ხომ არა სცოდავ...
მე ჩემი გზა მაქვს, გატყობ შენაც თავისით მიხვალ,
მერე რა, თუკი სიყვარულზე გიმღერე ცოტა.

მეტი გზა არ მაქვს, ამოვიკრავ ფეხზე წრიაპებს,
შეგსვამ ცხენზე და ტყვე ქალივით აგავლევ არაგვს...
რას სჩადი ქალავ, ე რაღა დროს ამაწრიალე,
რად დამაჯერე სიყვარულს რომ ასაკი არ აქვს.

1
2366
10-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
2366
  
2013, 25 აპრილი, 10:55
მაგრად მღერის
0 1 1