x
image
სანტა-თამო
20წიგნი, რომელიც მერაბიშვილმა უნდა წაიკითხოს
image ყველასთვის ცნობილია რომ ნაცმოს ლიდერი და გენერალური მდივანი ციხეშია, ვინ იცის რამდენი ხნით. ასევე ცნობილი გახდა, რომ ვანოს მოთხოვნაა წიგნები შეუგზავნონ, ან ხვდება რომ დიდხანს დარჩება იქ და დროის გაყვანას ცდილობს, ან ხმის გამცემი არ ყავს და წიგნებთან მაინც ისაუბრებს. ასე თუ ისეა, ეს ფაქტია. ამასთან დაკავშირებით ერთმა ბლოგერმა გადაწყვიტა, მისთვის 20წიგნი ერჩია, რომელიც ვანომ ციხეში უნდა წაიკითხოს. ვიფიქრე თვენთვისაც საინტერესო იქნებოდა რა ურჩიეს მას და რატომ, ამიტომ გადავწყვიტე, გაგაცნოთ მისი სტატიიდან ამონარიდი.

"1. ნელი ოქროპირიძე-"ფანტაზია და მარჯვე ხელები". ფანტაზია რომ უკიდეგანო გაქვთ ბატონო ნაც.მოძრაობის გენ. მდივანო, უდავოა.(დღემდე ვერ ამომიხსნია, ეს ლევან მაისურაძე საიდან მოიფიქრეთ), ამიტომ ამ ფანტაზიას გასაქანს თუ მისცემთ და ხელებს წაახმართ, ეგებ, როცა ციხიდან გამოხვალთ, რიგიანი ტაბურეტების კეთებაც გქონდეთ ნასწავლი. ხომ იცით, რაიმე ხელობა თუ იცი, არსად დაიკარგებიო, უთქვამთ.

2.ალ.დიუმა-"სამი მუშკეტერი". ეს მაშინ წაიკითხეთ, როცა ნოსტალგია შემოგაწვებათ, ხოლმე. ათოსი-მიშა, პორთოსი-გიგი უგულავა, არამისი-გიგა ბოკერია და თქვენ (როგორც შორი გზიდან ჩამოსული) დარტანიანი.

3.შექსპირი-"ჰამლეტი". იქნებ მიხვდეთ გამოთქმას- "რაღაც დალპა ამ სამეფოში, დანიის პრინცო" - მნიშვნელობას. 9წელი ლპობის სუნს ვერ გრძნობდით და იქნებ ამის წაკითხვის მერე მაინც იგრძნოთ რამე.


4.ჟიულ ვერნი-"80 000ათასი კილომეტრი წყალქვეშ". ეს მაშინ წაიკითხეთ, როდესაც პრეზიდენტის ვოიაჟები მოგენატრებათ. ოღონდ წყალქვეშ სამყაროს მაგიერ ზეცა წარმოიდგინეთ და დანარჩენი ფანტაზიის საქმეა.

5.სერვანტესი-"დონ კიხოტი". როდესაც საბოლოო განაჩენს გამოგიტანენ, თქვენი თანაგუნდელები აუცილებლად შეგადარებენ დონ კიხოტს, იტყვიან, ბატონი ვანოც, იდეის ერთგული იყო, მაგრამ გულუბრყვილობამ დაღუპაო. ჰოდა, გქონდეთ წაკითხული, რომ მსგავსებები უფრო კარგად გაითავისოთ.

6.შოთა რუსთაველი-"ვეფხისტყაოსანი". (მხოლოდ ქაჯების ეპიზოდი) ეს მაშინ უნდა წაიკითხოთ, როდესაც თქვენი მშობლიური პარტიის სხდომა მოგენატრებათ.

7.კ.გამსახურდია-"დიდოსტატის მარჯვენა". თქვენ და უტა რაღაცით ჰგავხართ ერთმანეთს, მართალია, იმან სვეტიცხოველი ააშენა, თვენ კი რაბათი და პატრულის გამჭვირვალე შენობები, მაგრამ მსგავსება, ხალხისგან ჯილდოდ მიღებულ უმადურობაშია.

8.ჯორჯ ორეული-"1984". ეს მაშინ წაიკითხეთ, როდესაც წარსული მოგენატრებათ, ის დრო, როდესაც "დიდი ძმა" იყავით და ჩვენ ყველამ ვიცოდით რომ "დიდი ძმა" გვითვალთვალებდა.

9.სტენდალი-"წითელი და შავი". წითელი და ლურჯი რომ ყოფილიყო აჯობებდა, თუმცა, მაინც წაიკითხეთ. დამიჯერეთ, მოგეწონებათ.

10.ჰემინგუე-"მშვიდობით, იარაღო!". მოითხოვეთ ამ წიგნის ა.მეფარიძის სიდიც მოაყოლონ, სადაც მისი უკვდავი ჰიტი "მშვიდობით' იქნება ჩაწერილი. ეს ორივე ერთად გარდასულ დღეების შეცდომებზე დაგაფიქრებთ.

11.გი დე მოსპანი-"ლამაზი მეგობარი". ეს დათა ახალაიას გახსენების დროს გადაიკითხეთ ხოლმე.

12.ჰიუგო-"კაცი რომელიც იცინის". ამას ჩვენც წავიკითხავთ, როცა ერთ-ერთ შოუში თქვენი გამოსვლა გაგვახსენდება და თქვენც თუ გაგახსენდათ ეს შოუ, მაინც ჰაინრიხ ბიოლის "კლოუნის თვალთახედვას" გირჩევთ.

13.რადიარდ კიპლინგი-"ჯუნგლის წიგნი". ეს მაშინ, როცა ის კანონები გაგახსენდებათ, რომლითაც ქვეყანას მართავდით, თუმცა, ცოტათი უსამართლობა გამოდის სულმნათი კიპლინგის მიმართ.

14.სტაინბეკი-"ზამთარი ჩვენი მღელვარებისა". ეს თქვენმა თანაგუნდელებმა წაიკითხონ არჩევნების შემდეგ.

15.ალბერ კამიუ-"შავი ჭირი". ეს აჯობებს, მუდამ თავთით გედოთ, როცა შეხედავთ, 2003-2012წლები თვალწინ დაგიდგებათ.

16.სულხან საბა-"სიბრძნე სიცრუისა". სიცრუეში ბადალი არასოდეს გყოლიათ და ახლა იქნებ ცოტა სიბრძნეც შეიმცნოთ, ურიგო არ იქნება.

17.სიგრიდ უნსეტი-"ვიკინგები". ეს მაშინ გადაიკითხეთ, როცა ევროპის საპარლამენტო ანსამბლეა მხარდაჭერას გამოგიცხადებთ.

18.კაფკა-"პროცესი". ეს ყველა სასამართლოს წინ იკითხეთ ხოლმე. აქებენ.

19.მარკესი-"მარტოობის ასი წელი". აურელიანო ბუენდილიასგან ბევრი ნიშნით განსხვავდებით, თუმცა, ხიფათი და თავგადასავლები ორივეს გხიბლავთ. მართალია, ლმობიერი სასამართლო გვაქვს, მაგრამ იმისთანებს ამბობენ გარეთ, თქვენ მიერ ჩადენილებზე, რომ შეიძლება სათაურიც სიმბოლური აღმოჩნდეს.

20.მარიო პიუზო-"ნათლია". როცა ედუარდ შევარდნაძის შეგონებებს ზეპირად დაისწავლით, მაგის მერე ამაზე უკეთეს წიგნს ვერ გირჩევთ.

პ.ს. ამ ყველაფრის კითხვას რომ მორჩებით, "საქართველოს კონსტიტუციასაც" თუ გადახედავთ, კარგი იქნება, იქნებ მიხვდეთ-რატომ ხართ იქ სადაც ხართ."

თქვენი აზრიც საინტერესოა მკითხველებო.

4
89
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:სანტა-თამო
სანტა-თამო
89
  
2015, 1 ივლისი, 15:22
ვაი შენს პატრონს
2015, 20 ივნისი, 16:05
თავად თუ ეს ყველაფერი წაკითხული გაქვს და მაინც ასეთი იდიტი დარჩი, ეს უკვე დიაგნოზია. :(
2013, 10 ივნისი, 20:12
იქნებ დაკარგული სინდისი გამოეღვიძოს.
2013, 10 ივნისი, 11:03
მხოლოდ სათაურების კითხვით თუ შემოიფარგლება, მაშინ შეიძლება ამ კეთილი მრჩეველის მიერ ნაგულისხმევი გრძნობები და განცდები დაეუფლოს ვანოს:):)
0 1 4