x
image
ლია იობიძე
შვედეთის პრინცესა ამერიკაში გათხოვდა

imageგუშინ შვედეთში დიდი სახალხო ზეიმი იყო.მთელი შვედეთი აღნიშნავდა პრინცესა მადლეინისა და ამერიკელი ბანკირის-ქრისტოფერ ო-ნეილის დაქორწინებას. საქორწინო ცერემონიალი სტოკჰოლმის სამეფო სასახლეში გაიმართა. ცერემონიალს სამეფო ოჯახის წარმომადგენლების გარდა 500-მდე სტუმარიც ესწრებოდა. მათ შორის საპატარძლოს საქორწილო კაბის დიზაინერი -ვალენტინო გარავანი. რა თქმა უნდა საქორწინო ცერემონიას ესწრებოდა პრინცესას მთელი ოჯახი სრული შემადგენლობით: მამა-მეფე კარლ გუსტავ-
XVI, დედა- დედოფალი სილვია, სამეფო კარის ყველაზე სიმპატიური წარმომადგენელი, პრინცესას ძმა-სამეფო გვირგვინის მემკვიდრე:კარლ-ფილიპი. ქორწილს ესწრებოდა პატარძლის უფროსი და ვიქტორიაც, თავის, ულამაზეს ერთი წლის ქალიშვილთან -პრინცესა ესტერთან და მეუღლე, პრინც დანიელთან ერთად. (სხვათა შორის დანიელი ვიქტორიას სპორტული ინსტრუქტორი იყო). ცნობილია, რომ პრინცესა მადლეინი ამ რამდენიმე წლის წინ დანიშნული იყო, მაგრამ საქმროს ღალატის გამო დაგეგმილი ქორწინება ჩაიშალა და პრინცესა გაემგზავრა ამერიკაში სადაც ის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა დედის მიერ დაარსებულ მსოფლიო ბავშვთა ფონდში. სწორედ ნიუ იორკში გაიცნო მისი მომავალი მეუღლეც. აღსანიშნავია, რომ საქორწილო ცერემონიალი ორ ენაზე ჩატარდა. პრინცესამ მშობლიურ ენაზე წარმოთქვა საქორწილო ფიცი. ახალდაქორწინებულები ისევ ამერიკაში გაემგზავრებიან საცხოვრებლად. პრინცესა მადლეინის ქორწილი გაცილებით ნაკლები პომპეზურობით ჩატარდა, ვიდრე მისი დის-ვიქტორიას. პრინცესა მადლეინი სამეფო გვირგვინის რიგით მეოთხე მემკვიდრედ ითვლება და მისი ქორწინების ხარჯები სახელმწიფომ არ დააფინანსა. იგი თავად მამა-მეფემ თავად დაფარა. image
image
imageimageimageimageimageimageimageimage

image
imageimage












0
150
შეფასება არ არის
ავტორი:ლია იობიძე
ლია იობიძე
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0