ფეხბურთი ფეხბურთის ცნობილი გულშემატკივრები 2013, 8 ივნისი, 12:35
ცნობილ ინგლისელ მსახიობ კირა ნაიტლს, ცხოვრება ფეხბურთის გარეშე ვერ წარმოუდგენია. ერთ–ერთი პირველი ფილმი, რომელშიც კირამ ითამაშა, "ითამაშე ბექჰემივით" გახლდათ. კირა ამბობს რომ ფეხბურთის სიყვარული ძალიან დაეხმარა ამ ფილმის გადაღების დროს.
კირა "ვესტ ჰემის" გულშემატკივარია, მისი სახელი შესულია გუნდის დიდების დარბაზში, ჩაქუჩების გამოჩენილი გულშემატკივრების გვერდით. კირას თქმის ის ბავშვობიდან გულშემატკივრობდა "ვესტ ჰემს" და როგორც კი თავისუფალ დროს გამონახავს ყოველთვის უყურებს საყვარელი გუნდის თამაშებს.
"არსენალთა" ქომაგია ინგლისელი მომღერალი დაიდო, რომელიც გუნდის თამაშებს ხშირად ესწრება. მისი საყვარელი ფეხბურთელი ფრენკ მაკკლინტოკი ყოფილა. წლებთან ერთად მისი სიყვარული კლუბის მიმართ არ გამქრალა. დაიდო ხშირად შეგვიძლია ვნახოთ საყვარელი გუნდის საშინაო თამაშებზე. 2003 წელს ამბობდნენ რომ მას რომანი ქონდა სოლო კემბელთან რომელიც მაშინ არსენალს წარმოადგენდა. ექსტრავაგანტული მომღერალი კეტი პერი მტვ 2009 წლის დაჯილდოვებაზე გამოვიდა საყვარელი გუნდის ვესტ ჰემის ფორმით. საერთოდ ბრიტანული ჯგუფის "Spice Girls" ყველა სოლისტი ფეხბურთის მიმართ გულგრილი არ არის, მაგრამ მელსი რომელიც ლივერპულში დაიბადა, აღმერთებს ფებურთს, და რა თქმა უნდა გულშემატკივრობს ლივერპულს. მსახიობი შერლის ტერონი არა მხოლოდ გულშემატკივრობს "ჩელსის" არამედ ესწრება გუნდის თამაშებს. ის ასევე კლუბის წარმომადგენლებთან ერთად აგროვებს ფულს და ეხმარება აფრიკელ ბავშვებს, რომ მათ ქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ ფეხბურთის გაკვეთილები. "მინდა, რომ აფრიკელმა ბავშვებმა სრულფასოვნად ისწავლონ ფეხბურთი და შემდეგ ქონდეთ შესაძლებლობა ითამაშონ ისეთ გუნდებში როგორიც არის "ჩელსი" და "მილანი"- ამბობს ტერონი. ყველასთვის ცნობილია, რომ რაფაელ ნადალი რეალის გულშემატკივარია რეალის გულშემატკივარია ასევე ჯენიფერ ლოპესი კობი ბრაიანტი ცნობილი კალათბურთელი ბარსელონას გულშემატკივარია. ჰოლივუდის ვარსკვლავი ტომ ხენკსი "ასტონ ვილას" გულშემატკივრობს მომღერალი რიანა რეალის და ბრაზილიის ნაკრების გულშემატკივარია მომღერალი ჯასტინ ტიმბელეიკი მანჩესტერ იუნაიტედს გულშემატკივარობს ნოვაკ ჯოკივიჩმა არა ერთხელ გამოხატა თავისი სიმპატიები "მილანის" მიმართ. "მე მილანის დიდი გულშემატკივარი ვარ და ყოველთვის ვიქნები. მამაჩემი პროფესიონალი ფეხბურთელი იყო. სახლში ყოველთვის ვუყურებთ მილანის თამაშებს. ადოლფ ჰიტლერი შალკეს გულშემატკივარი ყოფილა :) 162 4-ს მოსწონს
|