x
image
ბელენაი
მზის სათვალეების დადებითი თვისებები

imageმზის აქტივობის საათებში თვალზე ულტრაიისფერი სხივების მოქმედება ყველაზე ინტენსიურია. აღნიშნული სხივების ზემოქმედების თავიდან აცილების ყველაზე მარტივი გზაა მზისგან თავის არიდება და დაამცავი მზის სათვალის გამოყენება. აქედან გამომდინარე, მზის სათვალე აუცილებელი აქსესუარია, რომელიც საგანგებოდ უნდა იქნას შერჩეული.

ჩვენს ქვეყანაში სათვალის ფერის შერჩევა ხდება სპონტანურად და ეს მაშინ, როცა უცხოეთში, უპირველეს ყოვლისა, ითვალისწინებენ პიროვნების ცხოვრების სტილს.

მზის სათვალე არ უნდა იყოს ძალიან ნათელი ან ზედმეტად ბნელი; ბადურისათვის იდეალურია რუხი–ნეიტრალური გამის ფილტრები, რომლებიც არ ამახინჯებენ გარე სამყაროს ფერებს, ძალიან კარგია ნაცრისფერი არათანაბრად დაფერილი სათვალეები მუქი ზედა და შედარებით ღია ფერის ქვედა ნაწილით, რომლითაც შესაძლებელია როგორც მზისგან დაცვა, ასევე გარემოს მკაფიო აღქმაც. ვინაიდან რუხი ფერის სათვალე უზრუნველყოფს ფერის თანაბარ განაწილებას, ამიტომ რეკომენდებულია მხატვრების, დიზაინერებისა და რესტავრატორებისათვის. თუ აუცილებელია კონტრასტის გაზრდა, მისაღებია ყავისფერი ლინზები, ვინაიდან ამცირებს ცისფერი და ლურჯი შეფერილობის აღქმას, უზრუნველყოფს გზის სავალი ზედაპირის მკაფიოდ დანახვას და რეკომენდებულია იმ ადამიანებისათვის, ვინც დროის უმეტეს ნაწილს საჭესთან ატარებს. როგორც ცნობილია, ნერვულ სისტემაზე დადებითად მოქმედებს მწვანე ფერი. გარდა დაცვისა, მას აქვს სამკურნალო ეფექტიც: აქვეითებს თვალში წნევას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლაუკომით დაავადებულთათვის. ყვითელი და ნარინჯისფერი ლინზები რეკომენდებულია მოტოსპორტით, გოლფით, ჩოგბურთით დაკავებული ადამიანებისათვის, რადგან, ზრდის რა კონტრასტულობას, აუმჯობესებს მოთამაშის ორიენტაციას და ამავე დროს, იცავს თვალს მზის ჭარბი გამოსხივებისაგან.

მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან დამცავ მზის სათვალეს უსათუოდ უნდა ახლდეს სპეციალური აღნიშვნა. თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა, დამზადდეს ერთდროულად როგორც ულტრაიისფერი და ინფრაწითელი გამოსხივებისაგან დამცავი, ასევე მაკორეგირებელი (მხედველობის კორექციისათვის) მზის სათვალეები, მათ შორის, ასტიგმატური (როცა თვალი შუქმტეხი აპარატის ნაკლოვანებაა). მაკორეგირებელი სათვალეები მხოლოდ ოფთალმოლოგთან კონსულტაციის შემდეგ შეიძლება დამზადდეს.

0
92
6-ს მოსწონს
ავტორი:ბელენაი
ბელენაი
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0