სხვა როგორ ითარგმნება პოპულარული სმარტფონების სახელწოდებები 2013, 6 ივნისი, 20:04 1)სმარტფონების სერია BlackBerry Bold რამოდენიმე წლის წინ გაჩნდა, თუმცა მათი ფასები თითქმის არ შემცირებულა. "მსუქანი მაყვალი" (სწორედ ასე ითარგმნება სახელწოდება) პოზიციებს ინარჩუნებს. შეიძლება ეს მისი სახელწოდების დამსახურებაა.
2)ასევე საკვების სახელწოდება აქვს 2010 წლის ბესცელერ LG Cookie-ს (სიტყვა სიტყვით ორცხობილა). 3)თოვლი, ფინეთში "Lumia". Nokia-ს სმარტფონების სახელწოდება ფინურიდან სწორედ ასე ითარგმნება. 4)კაშკაშა და ცხელი სახელწოდება შეარჩია თავისი მორიგი ფლაგმანისათვის Highscreen-მა. მოდელმა, რომელსაც ისეთივე 4 ბირთვიანი პროცესორი აქვს, როგორც Samsung Galaxy S III-ს მაშინვე მიიპყრო ყურადღება. პირველ რიგში სახელწოდებით - Highscreen Explosion (აფეთქება), ხოლო მეორე რიგში ფასით. გამოსვლის მომენტისათვის ეს ამ მონაცემების მქონე ყველაზე იაფი სმარტფონი იყო. 5)კიდევ ერთმა კორეულმა გიგანტმა თავისი სმარტფონისათვის ნამდვილად ვარსკვლავური სახელი შეარჩია. Samsung კორეულიდან ითარგმნება, როგორც "სამი ვარსკვლავი". Samsung Galaxy კი შეიძლება გადაითარგმნოს, როგორც სამვარსკვლავიანი გალაქტიკა. 6)ცოტათი უცნაური სახელია "ბრიტვა", თუმცა ZTE Blade სამ\კმაოდ მშვიდობიანი სმარტფონია. 7)ინგლისურის მცოდნეები ხშირად ირონიულად მოიხსენიებენ ბრენდ Fly-ს. შემქმნელები რა თქმა უნდა "ფრენას" და მასთან დაკავშირებულ შეგრძნებებს გულისხმობდნენ. მათ ნამდვილად არ უნდოდათ, რომ სახელს რამენაირად ბუზის ასოციაცია გამოეწვია, თუმცა Fly ინგლისურად ბუზს ნიშნავს. ამიტომაც კომპანია მოდელების დასახელებისას ცდილობს ხაზი გაუსვას "ფრენის თემას". Fly Horizon (ჰორიზონტი), Fly Energie (ენერგია), Fly Radiance (კაშკაში). 100 7-ს მოსწონს
|