x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
თვითმფრინავის შასში საქართველოს მოქალაქის გვამი აღმოაჩინეს

image 6 ივნისს, ღამის პირველ საათზე რომიდან მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტზე დაეშვა ავიაკომპანია "აი-ფლაის" თვითმფრინავი.დილით 6:15 წუთზე ბორტმექანიკოსმა თვითმფრინავის ტექნიკური შემოწმებისას მარჯვენა შასში აღმოაჩინა მამაკაცის გვამი.დადგინდა მისი ვინაობაც, იგი 22 წლის საქართველოს მოქალაქე გიორგი აბულაძე აღმოჩნდა, იუწყება სააგენტო "Lifenews", კრიმინალისტები მიიჩნევენ, რომ ახალგაზრდა კაცის გვამი 7-ჯერ გაიყინა და გალღვა, ეს მაშინ ხდებოდა როცა თვითმფრინავი ატმოსფეროს ზედა შრეში ადიოდა და შემდეგ მიწაზე ეშვებოდა.რუსეთის ჩარტერული ავიაკომპანია "აი-ფლაი" ვნუკოვოს აეროპორტზე ბაზირებს და რეისებს ტუროპერატორ "ტეზ-ტურისთვის" ასრულებს.გამოძიება დაადგენს თუ როდის და სად მოხვდა მგზავრი თვითმფრინავის შასში.

0
633
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
633
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0