ვარსკვლავები "მოდის ინდუსტრიაში ჩართული 11 წლის ულამაზესი ფრანგი მოდელი გოგონა Thylane lena-rose Blondeau". 2013, 6 ივნისი, 17:52 ფეშენ ინდუსტრიაში ჩართული 11 წლის ულამაზესი გოგონა-მოდელი Thylane lena-rose Blondeau დაიბადა 2001 წლის 5 აპრილს საფრანგეთში, საკმაოდ ცნობილ ოჯახში. მამა- პატრიკ ბლონდი: ყოფილი ფეხბურთელია, დედა- ვერონიკა ლუბრი: ტელეწამყვანი, ფოტოგრაფი და ბავშვთა ტანსაცმლის დიზაინერი. ტილანი მცირე ასაკის მიუხედავად უკვე ჩართულია ფეშენ ინდუსტრიაში. მისი გადაღებები 2005 წლის ოქტომბერში დაიწყეს, როცა ის ჯერ მხოლოდ 4 წლის იყო. ასეთი ფიზიკური მონაცემების გამო, პატარა გოგონას უამრავი შემოთავაზება, კონტრაქტი და ფული აქვს. იგი ყველაზე მოდური და წარმატებული ჟურნალ VOGUE-ს კაშკაშა სახეა. ტილანს ჰყავს უმცროსი ძმა აირტონი. მას მოდური კარიერის მიღმა ჩვეულებრივი ბავშვობა აქვს, მოხიბლულია ბალეტით. სანამ სკანდალურ თემას შევეხები, მინდა წარმოგიდგინოთ მისი ჩვეულებრივი ფოტოსესია: ტილანი ერთ-ერთმა ფოტოსესიამ გამოიწვია აჟიოტაჟი. "როგორ შეიძლება, პატარა 11 წლის გოგონას გაუკეთო ასეთი მაკიაჟი, ჩააცვა მაღალ ქუსლებზე, მორთო ბრილიანტებით"-- აცხადებენ კრიტიკოსები. მათ, ფოტოებს უწოდეს პედოფილებისა და გარყვნილების ოცნება; რედაქტორს, ფოტოგრაფსა და მშობლებს გიჟები; პატარა გოგონას კი მსხვერპლი. ტილანის დედას-ვერონიკას მოზღვავებული სექსუალური კომენტარების გამო მოუწია გოგონას ფეისბუქის გვერდის დახურვა. წარმოგიდგენთ აჟიოტიჟირებულ ფოტოსესიას. 154 15-ს მოსწონს
|