ვარსკვლავები ბავშვობაში, ყველა დასცინოდა, თუმცა, დღეს, მან მთელი მსოფლიო მოხიბლა 2018, 13 აპრილი, 11:39 ალბათ, ბევრ თქვენგანს აქვს წაკითხული მწერალი და პოეტი - ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპარი "მახინჯი იხვის ჭუკი", რომლის მთავარი პერსონაჟი "მახინჯი ჭუკი", ბოლოს ულამაზეს გედად გარდაიქმნება. ბევრმა იცით, რომ მსგავსი ისტორიები რეალობაშიც ხდება და ამის არაერთი მაგალითი გვაქვს. ჩვენი კუმირი ცნობილების და მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სამოდელო სააგენტოს, ვიქტორია სეკრეტის ზოგიერთი მოდელის შემთხვევაც ჰანს ქრისტიან ანდერსენის პერსონაჟებს მოგვაგონებენ, თუმცა, მანამ, სანამ "მახინჯი ჭუკი" გედად გარდაიქმნა, საშინელი პერიოდი გამოიარა. დღევანდელ სტატიაშიც, მორიგი, მსგავსი ისტორია მინდა მოგიყვეთ, სადაც ყოფილმა "მახინჯმა ჭუკმა", დღეს, მსოფლიო მოხიბლა.
გაიცანით, ია ოსტერგრენი (Ia Östergren) - შვედი მოდელი, ფენომენალურად გრძელი ფეხებით. დღეს, მას ათობით ათასი თაყვანისმცემელი და გულშემატკივარი ყავს, თუმცა, ბავშვობაში, დიდი წნეხვისა და დაცინვის ქვეშ იყო. იას ზრდის პროცესში, როდესაც 178 სმ იყო, ფეხის სიგრძე უკვე 108 სმ ჰქონდა. სწორედ ეს დისბალანსი გახდა მიზეზი, ყველასაგან გამორჩეული და მიმზიდველი გამხდარიყო. თუმცა, მანამ, სანამ აღიარება მოიპოვა, თანაკლასელებისგან და გარშემომყოფებისგან მუდამ დაცინვის ობიექტი იყო სიგამხდრისა და არაორდინალურად გრძელი ფეხების გამო. ის დეპრესიას დიდხანს ებრძოდა. დღეს, ია, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შვედი მოდელი და "ბოდიბილდერია". 2014 წლიდან, ია ქორწინებაშია ტორბიორნ ოსტერგრენზე და წყვილს ორი შვილი ჰყავს. მოდელი ქმრისთვის არამარტო მეორე ნახევარი, არამედ, შთაგონების წყარო და ფიტნეს მწვრთნელია. იხილეთ აგრეთვე: ● ჩვენი კუმირი ცნობილები უშნო ბავშვობით- საოცარი გარდაქმნა ● სხვადასხვა ერების შერწყმით მიღებული სილამაზე- (ძალზედ საინტერესო ფოტო პროექტი) ● საოცარი გარდაქმნა - "მახინჯი იხვის ჭუკიდან" ულამაზესი მოდელი 4964 10-ს მოსწონს
|