"მოდის ინდუსტრიაში ჩართული 11 წლის ულამაზესი ფრანგი მოდელი გოგონა Thylane lena-rose Blondeau".

ფეშენ ინდუსტრიაში ჩართული 11 წლის ულამაზესი გოგონა-მოდელი
Thylane lena-rose
Blondeau დაიბადა 2001 წლის 5 აპრილს საფრანგეთში, საკმაოდ ცნობილ ოჯახში. მამა- პატრიკ ბლონდი: ყოფილი ფეხბურთელია, დედა- ვერონიკა ლუბრი: ტელეწამყვანი, ფოტოგრაფი და ბავშვთა ტანსაცმლის დიზაინერი.

ტილანი მცირე ასაკის მიუხედავად უკვე ჩართულია ფეშენ ინდუსტრიაში.
მისი გადაღებები 2005 წლის ოქტომბერში დაიწყეს, როცა ის ჯერ მხოლოდ 4 წლის იყო.

ასეთი ფიზიკური მონაცემების გამო, პატარა გოგონას უამრავი შემოთავაზება, კონტრაქტი და ფული აქვს. იგი ყველაზე მოდური და წარმატებული ჟურნალ
VOGUE-ს კაშკაშა სახეა.
ტილანს ჰყავს უმცროსი ძმა აირტონი. მას მოდური კარიერის მიღმა ჩვეულებრივი ბავშვობა აქვს, მოხიბლულია ბალეტით.
სანამ სკანდალურ თემას შევეხები, მინდა წარმოგიდგინოთ მისი ჩვეულებრივი ფოტოსესია:













ტილანი

ერთ-ერთმა ფოტოსესიამ გამოიწვია აჟიოტაჟი.
"როგორ შეიძლება, პატარა 11 წლის გოგონას გაუკეთო ასეთი მაკიაჟი, ჩააცვა მაღალ ქუსლებზე, მორთო ბრილიანტებით"-- აცხადებენ კრიტიკოსები. მათ,
ფოტოებს უწოდეს პედოფილებისა და გარყვნილების ოცნება; რედაქტორს, ფოტოგრაფსა და მშობლებს გიჟები; პატარა გოგონას კი მსხვერპლი.
ტილანის დედას-ვერონიკას მოზღვავებული სექსუალური კომენტარების გამო მოუწია გოგონას ფეისბუქის გვერდის დახურვა. წარმოგიდგენთ აჟიოტიჟირებულ ფოტოსესიას.





