ანეკდოტები ანეკდოტები 2013, 6 ივნისი, 10:37
ხელფასი ნარკოტიკია: - ხელფასის მიღების დღეს უმიზეზოდ კარგ ხასიათზე ხართ, იცინით, ხუმრობთ (როგორც დოზის მიღებისას). - ხელფასის რამდენჯერმე მიღების შემდეგ ვეღარ ძლებთ მის გარეშე (იწვევს მიჩვევას). - ხელფასის დიდი დროით არ არსებობა იწვევს დეპრესიას, ყველაფერი მუქ ფერებში გეჩვენებათ ("ლომკა"). - ხელფასის გაზრდა დროდადრო აუცილებელია, რადგან აღარ გყოფნით (საჭიროა დოზის გაზრდა, რადგან ძველ დოზას უკვე აღარ "მოაქვს"). - შეგეტყო ძმაო, ცოლის მოყვანა, პალტოზე არც ერთი ღილი არ გაკლია. - აბა, როგორ, პირველ რიგში ღილების დაკერება, რეცხვა და უთოობა მასწავლა. - დაბრუბდა ჩემი ქმარი მივლინებიდან, არ ვიცი, ასე რამ გააბრაზა, - დამინახა თუ არა, მეცა და ყელიდან მომაგლიჯა... - ყელსაბამი? - არა, საყვარელი. - ძამა შენ კალათბურთელი ხარ? - არა - აპა, მაგ სიმაღლე რეიზა გაიზარდე, საქმე არ გქონდა? - ზარი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში: - ალო, რეანიმაციის განყოფილებაა? - კი - ჭიჭიკია თქვენთან წევს? - კი - ცოცხალია? - ჯერ არა. 48 10-ს მოსწონს
|