x
image
cxvedo
ორიგინალური სასტუმრო სამხრეთ აფრიკაში
Kagga Kamma


სტატიაში მოკლედ მოგახსენებთ 4 ვარსკვლავიან, საკმაოდ ორიგინაულ სასტუმროზე, რომელიც მდებარეობს სამხრეთ აფრიკაში, კერძოდ - Western Cape-ში. სასტუმროს Kagga Kamma ეწოდება.


Kagga Kamma


სასტუმრო უნიკალური თავის აგებულებით და ირგვლივ მდებარე ლამაზი ხედებითაა. ტერიტორია უცნაური ფორმის და საოცარი შეფერილობის კლდეებით გამოირჩევა. შეგახსენებთ, რომ ამ კლდეების ფორმა და შეფერილობა ბუნებრივია. აქ დამსვენებელ ტურისტებს საოცარი ფლორა და ფაუნის ხილვა შეუძლიათ. აგრეთვე, შეუძლიათ გაეცნონ დიდებულ კულტურასა და ტრადიციებს.



Kagga KammaKagga Kamma

Kagga Kamma-ს მიმდებარე ტერიტორია თავისი სუფთა, დაუბინძურებელი ჰაერით მთელს სამხრეთ აფრიკაში საუკეთესო ადგილად ითვლება.


Kagga Kamma


ბევრი ტურისტი ცდილობს გაექცეს ყოველდღიურ, დამღლელ ცხოვრებას და დღესასწაულოდ იქციოს ყოველი დასვენების დღე. ეს კი სავსებით შესაძლებელია ხელუხლებელ უდაბნოში, სადაც 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო საოცარ მომსახურებას სთავაზობს მათ.


Kagga Kamma


საქმიანი ადამიანებისთვისაც მოიძებნება სასტუმროში ადგილი, სადაც ბევრი საქმიანი შეხვედრა იმართება მაღალი რანგის სტუმრებისთვის.


Kagga Kamma


სასტუმროს ტერიტორიაზეა სპა-სალონებიც.


Kagga Kamma

Kagga Kamma


ეგზოტიკური დამსვენებლებისთვის არსებობს სასტუმროს ცალკელი ნომრები, ხოლო კომფორტის მოყვარულთათვის ცოტა განსხვავებულები.


იმედია, დილიდან სასიამოვნო, ვირტუალური მოგზაურობა მოგიწყეთ სამხრეთ აფრიკის ეგზოტიკურ სასტუმროში.



3
78
12-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
78
  
2013, 6 ივნისი, 17:20
სიამოვნებით დავისვენებდი შაბათ-კვირას აქ
2013, 6 ივნისი, 10:45
რა ორიგინალური ადგილია, ყველასგან განსხვავებული...
2013, 6 ივნისი, 9:33
მართლაც ლამაზი და ორიგინალური სასტუმროა, მაგრამ მანდ დასვენებას მაინც არ ვისურვებდი. ღამით რომ გველი ან მსგავსი ქვემძრომი ჩუმად შემოძვრეს ნომერში, მერე? :) ისე სულ ეგენი მელანდება ყველგან.:D
0 1 3