x
image
კატაპულტი
საქართველო ტერიტორიების დაკარგვას საკუთარ თავს უნდა ,,უმადლოდეს"

imageსაქართველოს ტერიტორიის სამაჩაბლოს ნაწილის დაკარგვა თავად ჩვენი ქვეყნის ბრალია.საქმე არა მხოლოდ არასწორ პოლიტიკურ ქმედებებშია.ასეთ საკითხებზე გავლენას ახდენს მეტად წვრილმანი ნიუანსებიც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ ზემოთხსენებული ტერიტორიის მოხსენიების ფორმაზე, კერძოდ, ტერმინი “სამხრეთ ოსეთი" არასწორი და არასამართლიანია, რადგან იგი შექმნილია ყოფილი საბჭოთა კავშირის მიერ, როგორც, ე.წ.“კონფლიქტის გასაღვივებელი ნაღმი".მიუხედავად ამისა, ჩვენ, ქართველები ყველა დონეზე, იქნება ეს პოლიტიკური, ჟურნალისტური თუ სხვა, ჩვენსავე ტერიტორიას მოვიხსენიებთ “, სამხრეთ ოსეთად".რუსეთის იმპერიამ გეგმის მიხედვით იმოქმედა და ზემოთხსენებული “ნაღმი" გამოიყენა სსრკ-ს დაშლის შესაჩერებლად, მოუწოდა რა მიხეილ გორბაჩოვმა საქართველოს და კერძოდ, ზვიად გამსახურდიას შემდეგი ტექსტით:“საქართველოს საბჭოთა კავშირიდან შეუძლია გავიდეს, მაგრამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე".იმ დროისათვის საბჭოთა ხელისუფლების მიერ უკვე ხელოვნურად გაღვივებული იყო კონფლიქტები ორივე რეგიონში.ამასთან კონფლიქტის გამწვავებას ცხინვალის რეგიონში ხელი იმანაც შეუწყო, რომ მოსახლეობის ზრდის გამო, ჩრდილოეთში მცხოვრებთა დიდი ნაწილი სამხრეთისაკენ სახლდებოდა, შედეგად კი ჯერ კიდევ 1979 წლისათვის ცხინვალის რეგიონში 98 000-იანი მოსახლეობიდან ქართველი მხოლოდ 28 000 იყო, მაშინ, როცა ოსების რიცხვი 65 000-ს აღწევდა.

საქართველოს ხელისუფლების დიდი მიღწევა იყო “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის" გაუქმება, უფრო დიდი გამარჯვება იყო ოდნავ მოგვიანებით, როდესაც ზ.გამსახურდიასა და ბ.ელცინის შეხვედრისას შემდგარ ოქმში ეს ტერიტორია მოიხსენიებოდა როგორც “ყოფილი სამხრეთ ოსეთი", თუმცა, სამწუხაროდ, ქართველებისათვის მეტად მძიმედ მოსაგონარი ომის შემდეგ ტერმინი “სამხრეთ ოსეთი" კვლავ აქტუალური გახდა.შედარებით ნეიტრალური ტერმინი იქნა მოძებნილი 2006 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ და აღნიშნულ ტერიტორიას “ცხინვალის რეგიონი" ეწოდა, თუმცა ესეც არ გაგრძელდა დიდხანს და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კვლავ ტერმინი “სამხრეთ ოსეთი" დამკვიდრდა და რაც ყველაზე სამწუხაროა, ამ ტერმინით სარგებლობს მთელი საერთაშორისო საზოგადოება.ერთის მხრივ, ისინი არ აღიარებენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას, თუმცა მეორეს მხრივ, ქართული მხარის შეცდომის წყალობით, სამაჩაბლოს, შიდა ქართლის, გნებავთ, ნეიტრალური ტერმინის “ცხინვალის რეგიონის" ნაცვლად, გამუდმებით გვესმის მათგან “South Ossetia".


1
170
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
170
  
2013, 5 ივნისი, 19:42
მართალია
0 1 1