x
image
ანარქია
Mediator image
საინტერესო და ჯანმრთელი მასაჟები
imageმასაჟის გაკეთების ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, რა სახის მასაჟი კეთდება, ასევე – ადამიანის სხეულის წონაზე, მის ასაკზე, სქესსა და სხვა თავისებურებებზე. მასაჟს, რომლის გაკეთების დროსაც მთელი სხეული მუშავდება, საერთო მასაჟი ეწოდება. საერთო მასაჟის გაკეთების დროს აუცილებელია მასაჟის ხერხების თანმიმდევრობის ზუსტი დაცვა. თავიდან სრულდება ხელის პერიოდული გადასმა, შემდეგ დაჭიმვა, დაზელვა, ამის შემდეგ კი დარბილება და ვიბრაციის ხერხები გამოიყენება. პროცედურა მთავრდება ე.წ. ხელის პერიოდული გადასმით.

მუშავდება ცალკეული კუნთებიც კი, მყესები, სისხლძარღვები და სხვა. ლოკალური მასაჟის ჩატარების დრო დამოკიდებულია იმაზე, სხეულის რა ნაწილზე კეთდება მასაჟი. ასეთი მასაჟი გრძელდება მინიმუმ სამ წუთს და მაქსიმუმ 25 წუთს. ლოკალური მასაჟის შემთხვევაში გამოიყენება იგივე ხერხები და იმავე თანმიმდევრობით, როგორც საერთო მასაჟის შემთხვევაში.


სხეულის თვითმასაჟი - ეს მასაჟის ისეთი ფორმაა, რომლის დროსაც ადამიანი თავად იმუშავებს სხეულის ამა თუ იმ ადგილს. თვითმასაჟი ყველაზე ხშირად გამოიყენება: დილის გამამხნევებელი ვარჯიშების შემდეგ, აბაზანაში, სხეულის დაზიანებისას ან ტკივილების დროს, სპორტში. ეს იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც ადამიანს საშუალება არ აქვს, პროფესიონალი მასაჟისტის მომსახურებით ისარგებლოს.
თვითმასაჟი შეიძლება ჩავიტაროთ აბაზანაში, შხაპის ქვეშ. ამ პროცესში გამოიყენება მასაჟის ძირითადი ხერხები: ხელის გადასმა, დაზელა, დაჭიმვა, კანის დარბილება და ვიბრაცია.

ლოკალური მასაჟი იწყება ზემოთ განლაგებული სხეულის ნაწილიდან. მაგალითად, თუ მასაჟი ხელზე უნდა გაკეთდეს, მას აუცილებლად იწყებენ მხრიდან ჯერ ამუშავებენ ხელის შიდა ზედაპირს, შემდეგ ზედა ზედაპირს. ამის შემდეგ, გადადიან იდაყვზე, წინამხარზე, ხელის მტევანზე, ბოლოს კი – თითებზე.
ხელის მტევნის ლოკალურ მასაჟს იწყებენ წინამხრიდან. ეს მასაჟი 1 წუთს გრძელდება, მხოლოდ ამის შემდეგ გადადიან მტევანზე.
ყველაზე ხშირად ამ სახის მასაჟს თვითონ მასაჟისტი ასრულებს. ასევე შეიძლება გაკეთდეს ე.წ. ურთიერთმასაჟი, ანდა თვითმასაჟი.


გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და განიცადეც სრული დასვენება, მოდუნდით და ისიამოვნეთ მასაჟით.

3
146
11-ს მოსწონს
ავტორი:ანარქია
ანარქია
Mediator image
146
  
2013, 5 ივნისი, 22:44
პოლიგრაფიააა არა:D
2013, 5 ივნისი, 13:44
გაიხარე
2013, 5 ივნისი, 13:42
საღოლ ძმა კარგი ნამუშევარია +
0 1 3