ჯანმრთელი კვება თაფლი 2013, 4 ივნისი, 19:37 ამ სტატიაში გაგაცნობთ თაფლის სასარგებლო თვისებებს. ნახშირწყლების მაღალი შემცველობის გამო თაფლი წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან ენერგეტიკულ საკვებ პროდუქტს. თაფლი ყველამ უნდა მიიღოს: მოზრდილებმა - დიდი ფიზიკური დატვირთვის დროს, სპორტსმენებმა, ბავშვებმა - ზრდის პერიოდში და ხანდაზმულებმა. თაფლი რეკომდებულია ყველა მწვავე დაავადებისას (მუცლის ტიფი, სასუნთქი გზების დაავადებები, სიყვითლე), ასევე ჩაის დასატკბობად. თაფლის დიდიდ დოზები რეკომნდებულია გულის უკმარისობის დროს, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომელთა გულის კუნთი ასაკთან ერთად ბერდება და მოდიფიცირდება. უძილობის და ნევრასთენიის დროს, ძილის წინ, მიიღეთ 1 ჩ.ჭ. თბილიწყალი 1 ს.კ. თაფლთან ერთად. ეს საშუალება დამამშვიდებლად მოქმედებს. არ არსებობს თაფლზე უფრო უვნებელი საძილე საშუალება. ღვიძლის დაავადებისას სამკურნალო 1 კგ. თაფლი შეურიეთ შავ მოცხარს. მიიღეთ 1 ჩ.კ. ჭამამდე 30 წთ-ით ადრე. კურსი ჩაატარეთ ნარევის დამთავრებამდე. ღვიძლის დაავადებებისას სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნით რეკომენდებულია დილით 30-50 გრ. თაფლის მიღება სადედე რძესთან ერთად(მდოგვის ერთი კოვზი), ხოლო სადილის შემდეგ - 1 ს.კ. თაფლი 1 ჩ.კ. ჭეოსთან ერთად. ეფექტურად მოქმედებს 1 კოვზი თაფლისა და ვაშლის ძმრის ნარევი. მიიღეთ დილით და საღამოს. 177 14-ს მოსწონს
|