x
image
hamunaptra1990
ინდოეთში ბებიამ საკუთარი შვილიშვილი ღმერთებს შეწირა
image

ცენტრალურ ინდოეთში, Maharashtra-ს სტატში პოლიციამ ადამიანის მსხვერპლთშეწირვის ორგანიზაციის რვა ეჭვმიტანილი დააკავა. ყველა დაკავებული ერთი ოჯახის წევრია. ახლა მათ ასამართლებენ 10 წლის გოგონას, საპნა პალასკარის რიტუალურ მკვლელობაში.

დაკითხვაზე გოგონას ბებიამ, იაშაბადი მეშარამ, მომხდარი მკვლელობის დეტალებზე დაწვრილებით ისაუბრა.

ასაკოვანი ქალბატონი აცხადებს, რომ ოჯახმა ერთობლივად მიიღო გადაწყვეტილება გოგონას მსხვერპლად შეწირვისა. ეს გადაწყვეტილება კი მას შემდეგ მიიღეს, რაც ერთ-ერთმა ნათესავმა ნახა სიზმარი. უკვე ცნობილია, რომ დამნაშავეები ითვლებიან ერთ-ერთი ადგილობრივი ინდუსური კულტის მიმდევრებად. სიზმარში თითქოსდა ღმერთებმა მოუწოდეს, რომ ჩაეტარებინათ რიტუალი მსხვერპლთშეწირვის და ოჯახიდან ყველაზე უმცროსი წევრი უნდა შეეწირათ ამის გამო. სწორედ ასე აღმოჩნდა პატარა, 10 წლის მოსწავლე გოგონა ამ რიტუალის მსხვერპლი.

"ჩვენ არ შეგვეძლო არ დავმორჩილებოდით ღმერთების ნებას. უნდა მიგვეცა ღმერთებისთვის პატარა საპნა, რათა გავქცეოდით უბედურებას, რომელსაც ბედი უმზადებდა ჩვენს ოჯახს"-ამბობდა გოგონას ბებია, იაშაბადი.


რიტუალის ჩატარების შემდეგ ბებიამ თავად გამოასალმა გოგონა სიცოცხლეს.

გოგონას ძებნა დაიწყეს მას შემდეგ, რაც იგი სკოლიდან სახლში არ დაბრუნდა. მაგრამ მისი ძვლები და ტანსაცმელი მხოლოდ შვიდი თვის შემდეგ იპოვნეს და ექსპერტიზით დადგინდა, რომ იგი 10 წლის გოგონას ეკუთვნოდა.imageimage

ინდოეთში ადამიანთა მსხვერპლთშეწირვა ხდებოდა შუა საუკუნეებში, ხოლო ოცდამეერთე საუკუნეში ასეთი რიტუალი დანაშაულად ითვლება და ისჯება სისიხლის სამართლის კოდექსით.

ასეთი რიტუალები საგრძნობლად შემცირდა, მაგრამ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში დღემდე ხდება ადამიანის მსხვერპლთშეწირვა.

0
364
2-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
364
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0